ექსტრემალურმა სიცხემ, რომელიც კანადაში, ამერიკის შეერთებულ
შტატებში,
ბრიტანეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, ზიანი მიაყენა
სოფლის მეურნეობას, გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ექიმების
სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ბიბისიმ მიმოიხილა მაღალი სიცხის
შედეგები და უცნაური შემთხვევები. სტატიაში იმ ქვეყნების ჩამონათვალში
სადაც ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, მოხვდა ბაქო, თბილისი, ერევანი და
სამხრეთით მდებარე რუსეთის ქალაქებიც.

ამჟამად კანადის პროვინცია კვებეკში ანომალიური სიცხის გამო დაღუპულია
18 ადამიანი. მაღალი ტემპერატურის მსხვერპლები ძირითადად ხანდაზმული
და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან.
ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციები რეკომენდაციას აძლევენ
მოსახლეობას და მოუწოდებენ კანსაკუთრებული სიფრთხილისკენ. ურჩევენ
მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და მეტი ხანი დარჩნენ კონდენცირებულ
ოთახში.

სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მონრეალში
საგანგებო ზარების რაოდენობამ ყოველდღიურად 1200 მიაღწია.
კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მიმართა მოქალაქეებს
თხოვნით, დაიცვან თავი და ახლობლები სიცხისგან.
ასევე დიდ ბრიტანეთის ქალაქებში დაფიქსირდა მათთვის უჩვეულო
ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. ზოგიერთ ადგილებში დაფიქსირდა
სიცხისგან რელსების დეფორმირება და სახურავების დნობა. მდინარე
ტემზაზე წყლის დონის კლების გამო ასობით ორაგული და კალმახი დაიხოცა.
500 მათგანის გადარჩენა მოხერხდა მოხალისეების აქტიურობის
შედეგად.

მაღალმა ტემპერატურამ უჩვეულო მოვლენა გამოიწვია, მთელი ბრიტანეთი
მოიცვა შოტლანდიაში გადაღებულმა ცისარტყელას სურათმა. ყველაზე უცნაური
შემთხვევა დაფიქსირდა ნიუკასლში, სადაც მამაკაცს ფეხი მოჰყვა სიცხის
შედეგად გამდნარ ასფალტის საფარში.
ავსტრალიის ერთ-ერთ შტატშიც, სიცხის გამო ასფალტის ზედაპირმა იწყო
დნობა სადაც შეუძლებელი იყო მანქანით გადაადგილება.