სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსზე გამოიკვლიეს 776 პირის ნიმუში. აქედან 7 დადებითია.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, 7 შემთხვევის განაწილება ასეთია:

"3 ხობის მცხოვრებია, რომლებიც ადრე გამოვლენილი ავტობუსის მძღოლის კონტაქტები არიან, 2 ფოთში მომუშავე ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ისინიც ადრე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები არიან, 2 კი წალენჯიხის, სოფელ ლიის მცხოვრებლები არიან. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა".

მისივე ცნობით, რუხის კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტი მკურნალობს, ფოთში 37.  რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 113-ია. 167 პირი საკარანტინო ზონებში იმყოფება. თვითზოლაციაში კი 1000 -ზე მეტი ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 ოქტომბრის მონაცემებით, 6640-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3419, 39 კი გარდაიცვალა.