ვიდეო
გარინდული წამი - ძველი ზუგდიდი ფოტოებში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის არტ-გალერეაში დღეს დაიხურა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გარინდული წამი“, რომელიც ასახავს მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან 21-ე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით პერიოდს, და ამ ეპოქის ადამიანებს, ურთიერთობებს, ცალკეულ მოვლენებს. მასალები დადიანების საოჯახო ალბომებიდან, ქალაქთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები, ზუგდიდის კოლორიტები, ეს მცირე ნაწილია გამოფენის, რომლის დათვალიერებაც მსურველებს ხუთი დღის განმავლობაში შეეძლოთ. ფოტოარქივის შექმნაზე პირველი საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ლუიზა ციმინტიამ, მისმა მეუღლემ ვალერი კემულარიამ და შვილმა, თეიმურაზ კემულარიამ იზრუნეს. თეიმურაზ კემულარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მასალების დიდი ნაწილი მათი საოჯახო ალბომიდანაა, დანარჩენი ზუგდიდელთა, სოფლის სხვადასხვა მცხოვრებთა ალბომებიდან. ფოტოებს როგორც განმარტა, მათი ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით არჩევდნენ.

„მთავარი ჩანაფიქრი ამ ფოტოგამოფენის მოწყობის, იყო ზუგდიდელებისთვის სითბოს მოწოდება, იმედის გაღვიძება, ვინაიდან ფიქრი დავიწყეთ 90-იან წლებში, იმ უმძიმეს წლებში ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამოფენაზე. რაც უფრო მძიმეა ცხოვრება, მით უფრო მნიშვნელოვანია დადებითი ემოცია. გვინდოდა სწორედ დადებითი ემოციები გამოგვეწვია“, - გვითხრა მან.

ეკატერინე ჭავჭავაძის ალბომის გარეკანი, სოფელ ჭკადუაშში აშილ მიურატის აკლდამის ფოტო, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მეორეს და დედოფალ ალექსანდრას 1885 წლით დათარიღებული ფოტო ავტოგრაფებით, რომელიც თეიმურაზ კემულარიას თქმით, ერთგვარი „საშვი“ იყო „დიდ იმპერიაში“: აქ ჩანს დადიანების სიძლიერე, კავშირები“, სოფელ რუხის მიმდებარედ ევროპელ სამხედრო ტყვეთა აღდგენილი სასაფლაოს ამსახველი ფოტოები, ეს მცირე ნაწილია არქივის.

ზუგდიდში უკვე მესამედ მოეწყო ამ მასალების გამოფენა, თუმცა თეიმურაზ კემულარიას საოჯახო ალბომში კვლა რჩება არაერთი ფოტო, რომელიც დამთვალიერებელს ჯერ არ უნახავს. გამოფენის ორგანიზატორმა ქალაქის მერიას და საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.