ვიდეო
ზუგდიდის „ჩელა“ და აფხაზური „ვარადო“ [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანსამბლი „ჩელა“ 47 წელია თაობებს ქართულ ფოლკლორს აცნობს. მათ რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის სიმღერაა შესული, მათ შორის აფხაზური. ანსამბლის ხელმძღვანელმა, ბესიკ ჭითანავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ძველი აფხაზური სიმღერების მოძიება რთული აღმოჩნდა, რადგან მათ შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, ან რაც მოიპოვება, სახეშეცვლილი.

„ჩვენ გვინდა ძირძველი აფხაზური სიმღერები ვიმღეროთ და ვთხოვთ, ჩვენს ძმებს, რომ იქნებ რამენაირად მოგვაწოდონ სწორად ნამღერი აფხაზური სიმღერა. ჩვენ არ გვინდა სხვა კოლექტივისგან ავიღოთ და პლაგიატობა გამოგვივიდეს. ჩვენ გვირჩევნია უშუალოდ იმ ფესვებიდან, რასაც ახლა თვითონ აგრძელებენ, იქედან გვქონდეს ეს ყველაფერი. ძალიან გვესიამოვნება თუ გამოგვიგზავნიან მსგავს სიმღერებს“, - ამბობს ბესიკ ჭითანავა.

ახლა „ჩელა“ აფხაზების სამ ყველაზე პოპულარულ სიმღერას მღერის - „გუდისა“, რომელშიც სახალხო გმირს ეძღვნება, ე.წ. „საცეკვაო სიმღერა“ და „ვარადო“, რომელსაც „დაჭრილის სიმღერას“ და „მწყემსურსაც“ ეძახიან. „ვარადო“ ანსამბლის ხელმძღვანელის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. მისი სიტყვებით, ეს არ არის დაჭრილის უბრალოდ სევდიანი სიმღერა, მასში იგრძნობა ძლიერება და სიამაყე.

„ეს სიმღერა აფხაზებისთვის სავიზიტო ბარათია. დამეთანხმებიან ალბათ ჩემი ძმები, რომ ყველა სიმღერა კარგია, მაგრამ აფხაზეთი განსაკუთრებით ამ სიმღერით არის წარმოჩინებული... ეს ჰიმნივითაა. ჩემთვის მაგალითად, ჰიმნია“.

„ჩელას“ მომღერალი გერონტი სალია მიიჩნევს, რომ აფხაზური სიმღერა ხასიათით და სპეციფიკით ყველაზე ახლოს მეგრულ სიმღერებთან არის. ოცნებობს, რომ აფხაზებთან ერთად იმღეროს მეგრული „ჩელა“ და აფხაზური „ვარადო“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის „ოდიშის“ დირექტორის ნინო მამფორიას თქმით, ქართული ცეკვები უფრო მიმზიდველი გახდა თაობებისთვის. სწორედ ამიტომ ნინო მამფორიას განცხადებით, თანამედროვე საესტრადო გუნდებისა და ბენდების პარალელურად ცენტრში ახალგაზრდა თაობის შემადგენლობით წლებია ფოლკლორული ანსამბლი„ოდოია“ ფუნქციონირებს, რათა მან თავის მხრივ, ქართული კულტურის ნაწილი გადასცეს შემდგომ თაობებს.


„ჩელას“ ხელმძღვანელი ბესიკ ჭითანავა ამბობს, არაფერი ისე არ აახლოვებს ადამიანებს, როგორც სიმღერა, მით უფრო ეს ეხება ქართულ სიმღერებს, რომელსაც ერთი ფესვი აქვს, საერთო ხიდად კი სამხმოვანება გასდევს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
08:57 / 03.11.2021
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
16:54 / 18.10.2021
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.