სასცენო კოსტიუმების მაღაზია-სახელოსნო ზუგდიდში [Video]
ზუგდიდელი მარინა თოლორდავა შვიდი წელია, რაც ქორეოგრაფიული
ანსამბლებისთვის სასცენო კოსტიუმებს კერავს. დიზაინერმა, ასე უწოდებს
საკუთარ თავს
მარინა, ჩოხა პირველად შვილიშვილს შეუკარა. მოგვიანებით ხელობა
ბიზნესად აქცია.
„ვნახე, რომ ნელ-ნელა გაიყიდა. მივხვდი მომგებიანი საქმე იყო და ფული არ დავხარჯე, კიდევ მეტი შევკერე, აი ასე გავხსენი მაღაზია. ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე, საკუთარი ხელებით“, - გვითხრა მარინა თოლორდავამ.
ამბობს, რომ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქორეოგრაფები უკავშირდებიან და კოსტიუმებს უკვეთავენ. დიზაინერის თქმით, არაერთხელ შეუკერავს სასცენო კოსტიუმები აფხაზური საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვისაც, რითაც ამაყობს.
მარინა თოლორდავა მაღაზია-სახელოსნოს გაფართოებას და მუშახელის დასაქმებასაც გეგმავს.