ზუგდიდში შშმ გოგონებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა [Video]
მაიკო სხვა შშმ პირებთან ერთად, ზუგდიდში გახსნილ სოციალურ საწარმოში
ჭრა-კერვას ეუფლება. საწარმო არასამთავრობო ორგანიზაცია ინვალიდთა
ინტეგრაციისა და
ხელოვნების განვითარების ასოციაცია „ჰანგმა“ შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე გოგონებისთვის გახსნა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსლან საჯაია ამბობს, რომ საწარმოს გახსნის იდეა შშმ გოგონების ინტერესების კვლევის შემდეგ გაჩნდა.
„ჩვენც დავწერეთ პროექტი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შშმ ქალთა გაძლიერება და ფინურმა ფონდმა „აბილისმა“ დაგვაფინანსა. შევიძინეთ ტექნიკა, მოვიწვიეთ პედაგოგი. ჩამოვაყალიბეთ მსმენელთა ჯგუფები და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით როგორც საწარმო“, - გვითხრა რუსლან საჯაია.
საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წარმატებულ შეგირდებს დაასაქმებენ: „ჩვენი საწარმოს თანამშრომლები მიიღებენ შეკვეთებს. მათ ექნებათ შემოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.