მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისშიც აღნიშნეს [Video]
მიუსაფარი ცხოველების დაცვის დღესათან დაკავშირებდით თბილისში
მერიასთან აქცია გაიმართა.
მონაწილეებმა მოითხოვეს ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველების
სიცოცხლის ხელშეუხებლობა, მუნიციპალური თუ სხვა ცხოველთა
თავშესაფრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამასთან,
კანონმდებლობის გამკაცრება და მისი სისრულეში მოყვანა. შეკრებილთა
თქმით, უსახლკარო ცხოველების პრობლემის მოგვარება მხოლოდ ჰუმანური
გზებით და მიდგომებით უნდა ხდებოდეს.
„ხოცვა-ჟლეტას ჩვენ ათობით წელი ვუყურებდით და სამწუხაროდ საქართველოს სხვადსხვა ქალაქში თბილისის გარდა, ახლაც ასე გრძელდება და ჩვენ მოვითხოვთ, რომ იყოს ამოქმედებული მსგავსი სისტემა, რაც თბილისშია, ხოლო დედაქალაქში კი სრულყოფილი იყოს ეს საკითხი, - განუცხადა „ლაივპრესს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში ყოველწლიურად უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.