ვიდეო
ზუგდიდს უეფას სტანდარტის სტადიონი ექნება - მშენებლობის პროცესი [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, უეფას მე-3 კატეგორიის სტანდარტის სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მინდვრის ბუნებრივი საფარით მოწყობას და აღმოსავლეთის და დასავლეთის ტრიბუნების აშენებას გულისხმობს.

მშენებლობის პირველი ეტაპი მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება და უკვე თამაშების გამართვის შესაძლებლობაც იქნება, - უთხრა „ლაივპრესს“ ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

„სამუდამოდ უნდა დასრულდეს სათამაშო მოედნების პრობლემა ზუგდიდში, შეიძლება ყველა ვერ დადგეს წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, - განაცხადა მერმა.

ირაკლი გოგოხიას განცხადებით, მეორე ეტაპისთვის, დაგეგმილია ჩრდილოეთის და სამხრეთის ტრიბუნების მოწყობა და სათადარიგო მოედნის მშენებლობა.

პროექტის თანახმად, სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები.

ირაკლი გოგოხიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სტადიონის მშენებლობის პარალელურად, მერია ენგურქაღალდკომბინატის ინფრასტრუქურის კეთილმოწყობაზე მუშაობს. მისივე სიტყვებით, თამაშების გამართვისას ამ მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი მაყურებლებისთვის კომფორტული გახდება.

საბოლოოდ სტადიონის კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება. მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია. სტადიონს კომპანია „დაგი“ აშენებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.