სპორტული ცხოვრება ზუგდიდში [Video]
"რამდენად მისდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ხართ თუ არა დაკავებული
სპორტით?’’, ამ კითხვით ,"ლაივპრესმა’"
ზუგდიდელებს მიმართა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ სპორტი
მათი ცხოვრების ნაწილია. რესპოდენტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ
სპორტდარბაზებში არსებული ფასები ხელმისაწვდომი არ არის.
სირბილისა და სპორტული სიარულის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლის ეზოა. აქ, განსაკუთრებით დილაობით, ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც დღეს ვარჯიშით იწყებენ.
თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცის გარდა, ქალაქ ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ქალაქში 30 სპორტული ობიექტია. მათ შორისაა 28 სპორტული მოედანი და 2 სპორტდარბაზი. ზუგდიდში მოქმედებს 2 კერძო ფიტნეს კლუბიც, რომლებშიც აბონემენტის ფასები 40 - ლარიდან 70 - ლარამდე მერყეობს.