ბავშვთა დაცვის დღე ფოტოებში [Photo]
ბავშვთა დაცვის დღე ზუგდიდში სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებებით
აღინიშნება.
დილიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასფალტზე ხატვა მიმდინარეობს.
ბულვარის მიმდებარედ შეხვდებით პატარებს ფერადი ცარცებით, მოხატული
სახეებით. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა
საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950
წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას.