ვიდეო
ჭადრაკის ტრადიცია და პატარა ზუგდიდელი მოჭადრაკეები [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდს და ადგილობრივ საჭადრაკო სკოლას არაერთი ცნობილი მოჭადრაკის თუ მწვრთნელის სახელი უკავშირდება. აქ „სამეფო თამაშს“, როგორც მას უწოდებენ, საფუძველი პირველმა ქართველმა მოჭადრაკემ, ანდრია დადიანმა ჩაუყარა. მოგვიანებით ტრადიციები განაგრძო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა. მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ახალი წარმატებული მოჭარდაკეების გამოვლენა-მხარდაჭერაზე დღეს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა ზრუნავს. ვიდრე ოთახებში შეგახედებთ, სადაც პატარები სპორტის ამ სახეობას ეუფლებიან, ფიგურებით სვლებს სწავლობენ და „შახის“ მოლოდინში სახეები ფიქრისგან დასერიოზულებიათ, მანამ, ახლადმოწყობილ ანდრია დადიანის სახელობის სკვერს ნახავთ, თავად პირველი მოჭადრაკის სკულპტურით, საჭადრაკო დაფებით ეზოში. სკოლის შესასვლელში, კედელზე, მსოფლიო უცხოეული მოჭადრაკეების გვერდით, ქართველ წარმატებულ მოთამაშეების ფოტოებსაც შეხვდებით არქივიდან.

მათ გვერდითა ოთახებში ჭადრაკის გაკვეთილები მიმდინარეობს. აქ 160-მდე ბავშვი სწავლობს. მათ შორის ბევრი საქართველოს თუ საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, ან გამარჯვებული. საჭადრაკო სკოლის დირექტორი გიორგი ბერია გვიხსნის, რომ დაინტერესება პატარების მხრიდან წლიდან წლამდე იზრდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის ასაკობრივი და ქალაქ ზუგდიდის ჩემპიონატი, ხსოვნის ტურნირები, საახალწლოდ „საჭადრაკო ფესტივალი“, - ეს ის ღონისძიებებია, რომელიც აქ წლის მანძილზე იმართება. მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაშიც, გამარჯვებულები კი საერთაშორისო ტურნირებზე გაჰყავთ.

„წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია მაია ბეჭვაიას და ნიკოლზ შამათავას მიღწევები. მაიამ 14 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონატზე. ნიკოლოზ შამათავამ 8 წლამდელთა შორის მეორე ადგილი. მაიამ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, ნიკოლოზმა ევროპის ჩემპიონატის. აღნიშნული ტურნირებისთვის მაია და ნიკა ინტენსიურად ემზადებიან“, - უთხრა „ლაივპრესს“ გიორგი ბერიამ.

სკოლას, რომელიც 1970-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, სხვა წარმატებული პატარა მოჭადრაკეებიც ჰყავს. მაგალითად, მაია ბეჭვაიას ძმა გიორგი, რომელიც 18 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს მესამე ადგილის პრიზიორია, ასევე გიორგი ნაყოფია - ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი მის მსგავსად, საბა ქობალია - შვიდ წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი, მათ შორის ჩემპიონი. ცდილობენ ის ტრადიციები განაგრძონ, რაც თავის დროზე ალექსანდრე დგებუაძემ, მურმან დემურიამ, გოჩა თორიამ, გიზო ჭურღულიამ, თამაზ კიკიანმა, მადონა ბოკუჩავამ შექმნეს, ისევე როგორც მწვრთნელებმა - ნოდარ გელოვანმა, ნუგერ შოგირაძემ, ჟორა მზარელუამ.

ჭადრაკის სკოლა ქალაქ ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებაშია. აქ დღეს ბავშვებს ოთხი მწვრთნელი წვრთნის. ამბობენ, რომ საჭირო ინვენტარს ყოველწლიურად ანახლებენ, ამიტომ ის, რაც აქვთ, ყოფნით.

გიორგი ბერია ფიქრობს, რომ დაინტერესების ზრდა ბავშვების მხრიდან, ჭადრაკის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ნიკოლოზ შამათავა ორი წელიწადია სპორტის ამ სახეობას ეუფლება. უკვე წარმატებებიც აქვს, ის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია და აგვისტოში ჩეხეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.

მისგან განსხვავებით თეიმურაზ კვიკვინია უკვე მეხუთე წელია ჭადრაკის სკოლის მოსწავლეა. ფიქრობს, დიდი და ცნობილი მოჭადრაკე გახდეს. მანამდე საქართველოს ორგზის ჩემპიონობა უკვე მოასწრო.

"ახლახანს ვიყავი ხონში და შვიდი შესაძლებლობიდან შვიდი ქულით გავედი პირველ ადგილზე", - გვითხრა.

მათ საჭადრაკო სკოლის მთავარი მწვრთნელი გოჩა თორია წვრთნის. ამბობს, რომ ცდილობენ საჭადრაკო ტრაციციების მქონე ზუგდიდში სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ განვითარებას შეუწყონ ხელი. მით უფრო იმ გარემო-პირობებში, სადაც თანამედროვე ბავშვის ინტერესი კომპიუტერმა ჩაანაცვლა.

„რა თქმა უნდა ძნელია მათთან მუშაობა, მაგრამ ამ სიძნელესთან გამკლავებაში ბავშვებისადმი სიყვარული და ის მომენტი, რომ უფრო კარგები ხდებიან, რაც დრო გადის, როგორც აზროვნებით, ასევე პიროვნებები, ძალიან გვეხმარება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არამარტო კარგი მოჭადრაკეები გახდნენ, არამედ კარგი პიროვნებებიც, იმიტომ, რომ თუ პიროვნება არ იქნა კარგი, ის კარგი მოჭადრაკეც ვერ იქნება“.

გოჩა თორია ამბობს, რომ ნიჭიერი თაობა მოდის, თუმცა ამ ნიჭს სწორად გამოყენება,  მიმართულების მიცემა სჭირდება.

საჭადრაკო დაფასთან თავდახრილი ბავშვების ნაწილისთვის ჭადრაკი ჯერ მხოლოდ გამოუცნობი გატაცებაა, რომელიც მოსწონთ, კონკრეტული მიზეზების გამო, ან სულაც უმიზეზოდ, გართობისთვის, ზოგისთვის კი ამ სპორტს დიდ მომავალზე ოცნებები უკავშირდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.