სხეულის ენით მოყოლილი ისტორიები [Video]
პანტომიმა - სასცენო ხელოვნების სახეა, რომელიც გულისხმობს მხატვრული
სახის შექმნას უსიტყვოდ, ადამიანის სხეულის პლასტიკური
გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით.
უკვე მეცხრე წელია ზუგდიდელი გიორგი ქობალია სხეულის ენით ცდილობს მაყურებელს საკუთარი ისტორიები მოუყვეს. პროფესიით მსახიობს პანტომიმა ბავშობიდან უყვარს რასაც, მამის დიდ დამსახურებად მიიჩნევს. ამბობს რომ, მხატვრული სახის უსიტყვოდ შექმნის ხელოვნება მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს, ის საქმეა რომელსაც თავს არასდროს დაანებებს.
„ფაქტიურად შენ ამ სხეულის მოძრაობებით, შენი მიმიკით, შენი ემოციით, გამოხატავ შენს სათქმელს. ჩემი აზრით ეს ის ხელოვნებაა სადაც, ვერ მოიტყუებ, შეიძლება სიტყვით ადამიანი იტყუებოდეს მაგრამ, სხეულის ენით ეს ძალიან რთულია. ეს, ესე ვთქვათ, ზუსტი ხელოვნებაა.“- ამბობს მსახიობი.
გიორგი 9-წელი პანტომიმის სახელმწიფო თეატრალური დასის წევრი იყო და 20-მდე სპექტაკლში მონაწილეობდა. მშობლიურ ქალაქში, გამოცდილების გასაზიარებლად და პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებად დაბრუნდა. ზუგდიდში მან კულტურის ცენტრ „ოდიშთან“ ერთად, ჩამოაყალიბა ბავშვთა პანტომიმის დასი სადაც, მოზარდები უფასოდ ეუფლებიან ხელოვნების ამ დარგს. გარდა ამისა, გიორგი ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრის მსახიობ-ქორეოგრაფია.
„თეატრი, ეს არის ის ნავი სადაც, მე ჩემს ხალხთან ერთად ვზივარ და სადღაც მივექანებით, ბევრი და ალბათ უამრავი ქარცეცხლი გადაგვიტანია, მაგრამ ვიცი რომ გაუძლებს ეს გემი და დანიშნულების ადგლამდე მივა“- აღნიშნა მან.
გიორგი თვითნასწავლი მხატვარია. ეს ნიჭიც ბავშვობიდან მოყვება თუმცა, საკუთარ თავს არ უწოდებს მხატვარს. მისი ნახატები ძირითადად გრაფიკულია. ამბობს რომ, ფერწერა და ფერადი საღებავები, მისი საქმე არ არის. ხატავს სილუეტებს და ფიქრობს რომ, ასე უფრო გადმოსცემს სათქმელს.
მისი სამომავლო გეგმებიც პანტომიმას უკავშირდება. ახლაგაზრდა მსახიობის თქმით, ის ძალ-ღონეს არ დაიშურებს რომ, მოზარდების პანტომიმის დასსთან ერთად, ზუგდიდში პანტომიმის სახელმწიფო დასი გახსნას.