ვიდეო
კონცერტი რუხის ციხეში [Video]
რუხის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში კონცერტი სლოგანით - „რუხი-კულტურული ცენტრი“ გაიმართა. ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოდოიამ“ და კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდმა „ბარაკამ“ მაყურებლებს სინთეზური მუსიკა შესთავაზეს.

კონცერტის მიზანი იყო რეგიონის მოსახლეობის კულტურულ პროცესებში კონფლიქტით დაზარალებულ და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა.

„ეს არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვახორცილებეთ მთელი წლის მანძილზე. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ის უფრო მასშტაბური გახდება“, - განაცხადა პროექტის კურატორმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა.

კონცერტი „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.