საოკუპაციო საზღვართან მცხოვრები დიასახლისების ბიზნესი [Video]
მიხედე შენს ოჯახს, რას დადიხარ ამდენსო, - ხშირად ასე მიმართავენ
სოფელში იმ დიასახლისებს, რომლებიც ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მეტის
გაკეთება შეუძლიათ“, - ამბობს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული
საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში მცხოვრები ნონა შეროზია. მან
მეზობლების და ნათესავების ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, ოთხ
მეზობელ ქალთან ერთად კოოპერატივი „ბროლია“ დააფუძნა. ქალებმა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ფინანსური
მხარდაჭერით წიწილები შეიძინეს და მეფრინველეობას მიჰყვეს ხელი. ახლა
მათ კოოპერატივში 1000-მდე წიწილა იზრდება.
„სექტემბერში შევიძინეთ წიწილები, დავზარდეთ, სულ ახლახანს 400-მდე გავყიდეთ. 3 ლარად ვყიდულობთ და 7 ან 8 ლარად ვყიდით. ძირითადად, ზუგდიდის ბაზარში ვაბარებთ, ახლა რესტორნებსაც დაველაპარაკეთ, მაგრამ შემოსულ თანხას ჯერ ხელს არ ვახლებთ. ერთი წლის შემდეგ დავიწყებთ მოგების განაწილებას“, - გვითხრა კოოპერატივის დირექტორმა ნონა შეროზიამ.
მიუხედავად, იმისა, რომ წიწილები დღეში 4-5 ჯერ უნდა გამოკვებოთ, მათი მოვლა სულაც არ არის რთული, ამბობს ელმირა ზაქარაია, კოოპერატივის კიდევ ერთი დამფუძნებელი. ქალები ფრინველის გამოზრდის და საწარმოს მართვის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ტრენინგებზე იღებენ.
„იქ სადაც არ არის სამუშაო ადგილები, ჩვენ დავსაქმდით. ხშირად ვართ ტრენინგებზე და რამდენი ახალი რამ ვისწავლეთ, მეტად საინტერესო გახდა ჩვენი ცხოვრება. თუ არ ვიზარალეთ და საქმეც კარგად წავიდა, ეს პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ჩვენთვის ქალებისთვის ძალიან კარგია“, - ამბობენ ფერმერები.