გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქცია ზუგდიდის ტრანსპორტში [Video]
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია არასამთავრობო
ორგანიზაციებმა
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში გამართეს.
„ჩვენ ავირჩიეთ მუნიციპალური ტრანსპორტი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების შესახებ. დღევანდელი დღე საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს არის ინფორმაციის გაცვლის ადგილი და ჩვენი აქციაც ინტერაქტიული და საინტერესო გამოვიდა“, - გვითხრა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქციების ჩატარება, რადგან ხშირად ადამიანებმა არ იციან, თუ რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა.
„მსხვერპლმა არ იცის, რომ ის მსხვერპლია, ის არ ფლობს სათანადო ინფორმაციას და ჩვენი დღევანდელი მოგზაურობაც იყო ერთგვარი წვლილი ამ დიდ საქმეში“, - თქვა ეკა მინჯორაიამ.
ზუგდიდი-კომბინატის მიმართულებით მიმავალი ავტობუსის მძღოლი ელდარ სვირავა მოხარულია, რომ მსგავსი აქცია ავტობუსში ჩატარდა.
„წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის, ოჯახში იქნება ეს თუ საზოგადოებაში“, - გვითხრა ავტობუსის მძღოლმა.
მგზავრებმა აღნიშნეს, რომ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ ინფორამციის მოსმენა მათთვის საინტერესო იყო.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში „სამოქალაქო აქტივობისა და განვითარების ცენტრმა“ ზუგდიდში რამდენიმე აქტივობა უკვე განახორციელა.