ვიდეო
აშილ მიურატის რეგულაციები ხის მოჭრაზე ძველ სამეგრელოში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
დადიანების სასახლეში დაცული დოკუმენტების თანახმად, სამეგრელოში ხე-ტყის დამუშავება და წარმოება, სპეციალური რეგულაციებით ხდებოდა. დოკუმენტის შემუშავება და მისი დამტკიცება სამეგრელოს მთავრის სიძის სახელს უკავშირდება.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატი სამეგრელოს მთავრის ქალიშვილზე, სალომე დადიანზე დაქორწინდა, სამეგრელოში ჩამოვიდა და მეწარმეობას მიჰყო ხელი. მუზეუმში შემონახული დოკუმენტების თანახმად, აშილ მიურატი სწავლობდა ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებს, კერძოდ, კი ტყეებს. ის ასევე, დაინტერესებული იყო ხე-ტყის წარმოებით და მზა პროდუქტის ევროპაში გატანით.

დადიანების სასახლის ექსკურსიამძღოლმა, მართა მეფორიამ გაგვაცნო 1883 წელს შედგენილი მოხსენებითი ბარათი, რომელიც ფრანგმა ექსპერტმა, ვინმე ბუჟემ შეიმუშავა. „კავკასიაში ტყის ექსპლუატაციის პროექტი“ - ასე ჰქვია მოხსენებით ბარათს, რომლის მიზანია საერთო წარმოდგენა შეუქმნას საფრანგეთის მთავრობას ტყეების მდგომარეობის შესახებ, არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

ამავე დოკუმენტში, საუბარია ხე-ტყის დამუშავებასა და ტრანსპორტირებაზე. იმ აუცილებელ პირობაზე, რომლის თანახმად, პროექტის განხორციელებამ ტყის განადგურება არ უნდა გამოიწვიოს.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხის ნაჯახით მოჭრა, ხე უნდა მოიჭრას ხერხით, ხოლო ხეების გასხვლა უნდა მოხდეს ცულით, ხე-ტყის დამუშავება და წარმოება არა ტყის განადგურებას, არამედ მისმოვლა-შენახვას უნდა იწვევდეს, ეს არის ხე-ტყის მოჭრისა და ტრანსპორტირების პირობები, რომლის დაცვასაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ სამეგრელოში“, - გვითხრა ექსკურსიამძღოლმა.

მისივე თქმით, სამეგრელოში ხე-ტყის წარმოების კიდევ ერთი ფრანგი ექსპერტი ვინმე ფონტენი მოუწვევიათ.

ექსპერტი წერს, რომ ფრანგები არ იცნობენ ამ მხარეს, და რომ ტყე აქ მართლა მდიდარია. მას სალხინოსთან ახლოს შეურჩევია ადგილი, სადაც უნდა აეგოთ მექანიკური სახერხი ქარხანა. წერილში, ასევე წერია, რომ მუხის მასალისგან შეიძლება გაკეთდეს პარკეტი, - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი.

ისტორიული წყაროების თანახმად, პარკეტის საამქრო ჯერ კიდევ ლევან მე-5 დადიანის დროს, მე-19 საუკუნის დასაწყისშიც ყოფილა. საამქრო სავარაუდოდ ერთ-ერთი სასახლის სარდაფში ფუნქციონირებდა და მუშაობა დავით დადიანის მთავრობის დროსაც არ შეუწყვეტია.

ექსკურსიმძღოლმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ხე-ტყის ევროპაში გატანის პროექტი კი აშილ მიურატის გარდაცვალების შემდეგ შეჩერდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.