ვიდეო
ზუტნერების და დადიანების შეხვედრა 140 წლის შემდეგ - რეპორტაჟი გადასაღები მოედნიდან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში გაიმართება დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის და მისი მეუღლის ზუგდიდში ყოფნის 5 წელიწადს ასახავს.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფი ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებზე ფილმს იღებს. გადაღებების პროცესი უკვე დასრულდა ფოთსა და მარტვილში. სცენების დიდი ნაწილი კი ზუგდიდში დაიდგა, მათ შორის დადიანების ეზოში, ბოტანიკურ ბაღში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში და რაფიელ ერისთავის ისტორიულ სახლში, ზუგდიდში. ფილმის გადაღების პროცესი თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: ლევან ხარაულმა, ლაშა ადამაშვილმა და ლევან ირემაშვილმა სცენარი თავად შეიმუშავეს. ძირითადად დაეყრდნენ ბერტას მემუარებს, რომელიც მან საქართველოში ყოფნისას დაწერა. მოგონებების წიგნში, ბერტა დეტალურად აღწერს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტებს, სადაც რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან.

ფილმი ასახავს ბერტას და მისი მეუღლის არტურ ფონ ზუტნერის დადიანების სასახლეში ცხოვრების პერიოდს, მათ მეგობრობას ეკატერინე ჭავჭავაძესთან, მის შვილებთან.

ფილმის ავტორებმა გააცოცხლეს ბერტასა და მისი მეუღლის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის სცენა იონა მეუნარგიას სახლში. ცნობების მიხედვით, სწორედ ცნობილი პუბლიცისტის და კრიტიკოსის თხოვნით დაიწყეს სამეგრელოს ევროპელმა სტუმრებმა პოემის ფრანგულად თარგმნა.

1882 წელს, ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ფონ ზუტნერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ თბილისში, სადაც 4 წელი იცხოვრეს.

სამეგრელოს სამთავროს ყველაზე საყვარელ სტუმართა სიაში მოხსენიებული სტუმრების შესახებ ფილმის გადაღების ინიციატივა ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილებას ეკუთვნის. გადამღები ჯგუფი ტენდერის საშუალებით შეირჩა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო. საბოლოო ჯამში მერია ფილმისთვის 3 ათას ლარს დახარჯავს. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ზუგდიდის თეატრის მსახიობები, ასევე მოხალისეები. ჩაწერილია ინტერვიუები მუზეუმის თანამშრომელ ციალა თითმერიას და ბერტა ფონ ზუტნერის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელ ბესიკ გეგეჭკორთან.

ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფს დოკუმენტური ფილმების გადაღების 8 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ უმუშავიათ ასევე სხვადასხვა პროექტებზე მათ შორის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.