ზუგდიდელი ბავშვების საახალწლო სურვილები [Photo]
ახალი წლის მოახლოება ყველაზე მეტად პატარებს ახარებთ. ისინი
განსაკუთრებული
მოლოდინით ხვდებიან 31 დეკემბრის ღამეს. სჯერათ, რომ ეს ღამე
ჯადოსნურია და მათი ოცნებებიც ახდება. ბავშვები წლიდან წლამდე
ემზადებიან თოვლის ბაბუასთან შესახვედრად. მერე სულმოუთქმელად
ელოდებიან 1 იანვრის დილის გათენებას, რათა ბალიშის ქვეშ, ან ნაძვის
ხესთან დანატოვარ საჩუქარს შეავლონ თვალი. საკუთარი საახალწლო
სურვილები ზუგდიდელმა ბავშვებმა თოვლის ბაბუას დაუხატეს.
ნინი ყალიჩავა ხუთი წლისაა. მას უნდა, რომ თოვლის ბაბუამ შარლ პეროს ზღაპრები მოუტანოს საჩუქრად.

5 წლის ნიკოლზ გვაჯაიას საახალწლო სურვილია, 31 დეკემბრის ღამეს საჩუქრად აიფონის ტელეფონი მიიღოს.

ვერიკო წყაროზიამ თოვლის ბაბუას ველოსიპედი სთხოვა. ვერიკო 6 წლისაა.

6 წლის ნინა ყალიჩავამ თოვლის ბაბუას პამპერსიანი თოჯინა დაუხატა. მისი სურვილია საჩუქრად ახალი წლის ღამეს სწორედ ასეთი სათამაშო.

3 წლის ჰელენ კვარაცხელიას ნინას მსგავსად საჩუქრად თოვლის ბაბუასგან თოჯინა უნდა. ოღონდ მისი სათამაშო "ფერადი" უნდა იყოს.

ნია და ნინი გაბუნიების საახალწლო სურვილია ქონდეთ Hello kits-ის ჩანთა და საბავშვო კომპიუტერი. ნია 4 წლისაა, ნინი 6-ის.

ვასილ ხასია 5 წლისაა. მას უნდა, რომ თოვლის ბაბუამ სათამაშო დრაკონი მოუტანოს.

სათხოვარი თოვლი ბაბუასთან 6 წლის ნიკუშა ლაგვილავასაც აქვს. მას ძალიან უნდა სათამაშო სპაიდერმენი.

ნინა ჭითანავა 5 წლისაა. მას უნდა, რომ პლანშეტი აჩუქონ.