ვიდეო
მარიამ კოდუა - 24 წლის ფერმერი დარჩელიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„თავიდან ყველას უკვირდა სოფელში, სატვირთო მანქანასა და ტრაქტორს რომ გოგო მართავდა, თუმცა ნელ-ნელა მიეჩვივნენ და ახლა იმასაც კი ამბობენ, რომ მხოლოდ კარგი ფერმერი კი არა, კარგი მძღოლიც ვარ“, - ღიმილით გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი, მარიამ კოდუა და იხსენებს, თუ როგორ დაიწყო, ორიოდ წლის წინ, ერთი ჩვეულებრივი საოჯახო მეურნეობის ბიზნესად ქცევა. დღეს უკვე ორ ქარხანას და რამდენიმე პლანტაციას მართავს.

24 წლის მარიამ კოდუა სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მეფუტკრეობას, მემცენარეობასა და მეცხოველობას მისდევს და თხილისა და სიმინდის პლანტაციებს უძღვება. ფერმერული საქმიანობა ოჯახის ტრადიციაა, ის რომ მეურნეობა და სოფელი უყვარს სწორედ მშლობლების დამსახურებად მიიჩნევს. იხსენებს, რომ ფიზიკურ შრომას და საკუთარი საქმეების დაგეგმვას ბავშვობიდან მიეჩვია.

თავდაპირველად, მარიამის ოჯახმა თხილის პლანტაცია 12 ჰექტარ მიწის ფართობზე გააშენა. მარიამმა, რომელიც პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერია, უნივერსიტეტის დამთავრებისშემდეგ გადავწყვიტა მშობლების დაწყებული საქმე გაეგრძელებინა და იჯარით 273 ჰექტარი მიწა აიღო.

„ყველაფერში ხელი იმან შემიწყო, რომ დიდი გამოცდილება მქონდა ბავშვობიდან, მშობლებს ყველაფერში ვეხმარებოდი და ყოველთვის მაინტერესებდა სოფლის საქმე. მშობლების დაწყებული ბიზნესი კი საკუთარი შრომით და მონდომებით გავზარდე“, - უთხრა „ლაივპრესს“ მარიამ კოდუამ.

ახალგაზრდა ფერმერი, კომპანიების „ქესკიასა“ და „კოდუგრუპის“ დამფუძნებელია. მისი თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, წელიწადში 100- ტონამდე თხილს გამოიმუშავებს, პროდუქტი შემდგომ ექსპორტზე გააქვს.

„მეთხილეობა ეს არის ჩევნი ძირითადი მიმართულება, ექსპორტზე გაგვაქს მზა პროდუქტი, ანუ თხილის გული, ძირითადი ქვეყნები ამ ეტაპისთვის არის იტალია, გერმანია, პარტნიორები გყვავს პოლონეთში, ჩეხეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში“, - გვიხსნის მარიამი.

ახალგაზრდა ფერმერი საქართველოში ერთადერთია, ვისაც მაღალი სტანდარტების სილოსის გადამამუშავებლი ქარხანა აქვს. ამ ქარხანაში სიმინდს ამუშავებენ და ფუთავენ. ამბობს, რომ ჯერჯერობით საქონლისთვის განკუთვნილი საკვების გატანას ექსპორტზე ვერ ახერხებს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მისი პროდუქტი კარგად იყიდება.

დაინტერესებულია მეუფუტკრეობითაც, ფუტკრების მცირე რაოდენობის ოჯახები მარიამმა 50-მდე გაზარდა. ამბობს, რომ ამისათვის ბევრი იშრომა. დღეს კი წელიწადში აწარმოებს 1500-მდე კილოგრამ თაფლს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდის. ზაფხულში, როცა ყვავილების რაოდენობა არასაკმარისია, ფუტკრის ოჯახები, მესტიასა და მარტვილში მიჰყავს, სადაც წაბლისა და ცაცხვის თაფლს იღებს.

ცდილობს, მეტი ინფორმაცია მიიღოს სოფლის მეურნეობასა და განავითარებაზე, ახალგაზრდებს კი სასოფლო საქმიანობებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„არასდროს, არაფერი არ არის სათაკილო, როცა შენ გიყვარს ის საქმე რასაც აკეთებ, შრომის მოყვარეობით, მონდომებით და უკან არდახევით ყოველთვის შესაძლებელია წარმატების მიღწევა“.

მარიამ კოდუა გეგმავს, რომ თევზსაშენიც ააშენოს და ამით მის საყვარელ საქმეებს კიდევ ერთი შემატოს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.