სვანური სოფელი, რომელსაც სახელი კერძმა გაუთქვა [ვიდეო]
გზად მესტიისკენ, სოფელ ბარჯაში, გზისპირას რესტორანს შეხვდებით.
აქ გამომცხვარი კუბდარი დიდი ხანია საქვეყნოდ არის ცნობილი, რამაც
სოფელს სახელი გაუთქვა. რესტორანი სვანური კერძების
მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და ტურისტების საყვარელი ადგილია.
ეზოში ფაცხებია მიმოფანტული და მდინარე ჩამოედინება.
ბიზნესში ოჯახის ყველა წევრია ჩართული. მზია ჭკადუამ, რომელიც კუბდარს ტრადიციული რეცეპტით, მრავალი წელია აცხობს, გვითხრა, რომ კერძს განსაკუთრებულ გემოს ახალი ხორცი სძენს. „ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ამიტომ მოწონს ყველას“, - მითხრა დიასახლისმა.
ოჯახის უფროსი ელგუჯა ჭკადუა მეუბნება, რომ ზაფხულობით ყოველთვის ხალხმრავლობაა და ვაჭრობაც კარგი აქვთ, თუმცა შემოსავალს არც ზამთარში უჩივიან. ამბობს, რომ სტუმრების უმრავლესობა კუბდარს შეექცევა, მაგრამ აქვთ არც ისე ცნობილი, უგემრიელესი „ფეტვრა“, რომელიც ფეტვისგან მზადდება: „ამას მეგრელები ქვიშის პურს ეძახიან. ზაფხულში ყველას ეზოში დაჯდომა მოწონს, ძალიან გრილა და ბავშვებით მოდიან, ერთობიან და ეს კარგია“.