ვიდეო
„ყილოშტყებამი“ ევროპაში მიემგზავრება - მოცეკვავეები ახალკახათიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ ახალკახათში 8 წელია, რაც სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ყილოშტყებამი“ შეიქმნა. სახელწოდება მეგრულია და ქართულად „ვეფხისტყაოსანს“ ნიშნავს. ანსამბლს ერთ-ერთ რეპეტიციაზე ვეწვიეთ, რეპეტიციაზე, რომელიც კონცერტს არაფრით ჩამოუვარდებოდა. სოფლის კლუბის დარბაზში მოზარდების მშობლები და თანასოფლელი ახალგაზრდები შეკრებილან და „კონცერტის“ დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. მუსიკაც ჩაირთო და სცენაზე მოზარდ მოცეკვავეებთან ერთად ანსამბლის ხელმძღვანელიც გამოვიდა.

გიორგი სურმავა 25 წლისაა და 13 წელზე მეტია ზუგდიდის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელაში“ ცეკვავს. გვითხრა, რომ სოფელში ამ საქმეს ხელი ენთუზიაზმით მიჰყო ხელი, დღეს კი კულტურის ცენტრ „ოდიშთან“ თანამშრომლობით 60-წევრიან „ყილოშტყებამს“ ხელმძღვანელობს. გიორგი რეპეტიციებს სოფლის სკოლაში მთელი კვირის განმავლობაში ატარებს.

„ანსამბლს ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ სიძლიერესთან ასოცირდება. ორი ჯგუფი მყავს, დიდების და პატარების“, - გვითხრა გიორგიმ და შენიშნა, რომ მეტს ვერაფერს გვეტყვის, რადგან საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს.

ანსამბლის უმრავლესობა ახალკახათის მცხოვრებია, თუმცა ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად „ყილოშტყებამში“ სხვა სოფლებიდანაც დადიან. გარდა იმისა, რომ გიორგი მასწავლებელია, საკუთარ ანსამბლში სოლოს თავადაც ცეკვავს. მოზარდები ერთი ცეკვის სრულად შესწავლას 4-დან 5 თვემდე ანდომებენ.

„ყილოშტყებამი“ არაერთი საერთშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. შარშან ანსამბლი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. მოგვიანებით, ანსამბლმა ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც პირველი ადგილი აიღო.

ქორეოგრაფიული ანსამბლი მიწვეულია პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მოცეკვავეები 40-წუთიანი პროგარამით წარსდგებიან.

„ყილოშტყებამი“ აპირებს პირველი სოლო კონცერტი საკუთარ სოფელში, ახალკახათში გამართოს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით
ხდება. ამის მიზეზი
15:12 / 30.10.2019
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
13:52 / 12.10.2019
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
15:36 / 26.09.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.