აქტივისტი ქალის სააღდგომო განწყობები [ვიდეო]
ზუგდიდელი ციცინო შენგელია სამოქალაქო აქტივისტია.
უფრო ადრე, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
ქალაქის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა
კენჭს. ჰყავს ოჯახი - ქმარი და შვილი. ამბობს, რომ აქტიური
საზოგადოებრივი ცხოვრების მიუხედავად, დრო ხელნაკეთი ნივთების
დასამზადებლადაც რჩება.
„აქტიურად ვმონაწილეობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვარ ფემინისტი. ყოველდღიური რუტინის, სამსახური, ბავშვი, სკოლა, მეცადინეობა, შეხვედრები, აქციების შემდეგ საღამოს, აი იმ დროს, რომელიც შეიძლება ყველაფერს მოპარო და მარტო შენი იყოს, ვიწყებ ნივთების კეთებას“, - გვითხრა ციცინო შენგელიამ.
7 წლის იყო, როცა პირველად თავისი გარღვეული კაბა ამოკერა. მას შემდეგ უსარგებლო ნივთების განახლება მისთვის ჰობად იქცა. წელს კი ხელნაკეთი ნივთების საწარმო M-TS studio დააარსა.
„ვაგროვებ ძველ, უსარგებლო ნივთებს. მაგალითად ძველ ხის ღილებს, ქინძისთავებს, რომელთაც შეიძლება თავიდან ჩაბერო სიცოცხლე. ერთი წელია, რაც ჩემი ჰობი დამატებითი შემოსავლის წყაროდ ვაქციე. დავრეგისტრირდი მეწარმედ, ვიღებ შეკვეთებს და ვამზადებ ნივთებს“, - ამბობს ციცინო და შენიშნავს, რომ გარკვეული ნივთების დამზადებაში ხელს უწყობენ ზუგდიდის ტექნოპარკში.
მისი თქმით, მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სასურველია ქალაქში ერთიანი საგამოფენო სივრცის, პავილიონის არსებობა, სადაც ყველასთვის შესაძლებელი იქნება ნივთების გამოფენა.