სვანეთის ზამთრის კურორტებზე - ჰაწვალსა და თეთნულდზე აქტიური
ტურისტული სეზონი გრძელდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ,
დამსვენებელთა რაოდენობა ნელ-ნელა
იმატებს. ტურისტებს ელოდებიან
თებერვალშიც.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში
მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა. თეთნულდზე
სულ 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი.
კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს. „ლაივპრესი“
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ჰაწვალიდან და თეთნულდიდან.