ეზოში ავი ძაღლია - ზუგდიდის თეატრმა 150 წლის იუბილე პრემიერით აღნიშნა [ვიდეო/ფოტო]

სპეციალურად ამ თარიღისთვის კულტურის სახლის შენობა, სადაც ასევე არ იყო სათანადო კომფორტი, დასმა და ადმინისტრაციამ გაარემონტა, რათა მაყურებლისთვის სასიამოვნო გარემო შეექმნა.

წარმოდგენა ჯერ კიდევ შენობაში შესვლამდე დაიწყო - უჩვენეს პერფორმანსი და თეტარის მოკლე ისტორია გააცნეს სტუმრებს, მოგვიანებით კი პანტომიმის მსახიობებმა მაყურებლები დარბაზში შეაცილეს.

150-ე იუბილისთვის, თბილისიდან მოწვეულმა რეჟისორმა სანდრო ეგაძემ კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით სპექტაკლი „ეზოში ავი ძაღლია“ დადგა.

მსახიობ მარინა დარასელიას თქმით, მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ისე ღელავდა, როგორც არასდროს, რადგან, თეატრისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის პარალელურად მათთვის უჩვეულო გარემოში უწევდათ მუშაობა. „წარმოგიდგენიათ ტექსტიც კი შემეშალა, იმდენად ემოციურად ვიყავი“, - უთხრა ჟურნალისტებს მსახიობმა.

თავად რეჟისორმა კი აღნიშნა, რომ ზუგდიდის თეატრს „არაჩვეულებრივი დასი და მაყურებლი“ ჰყავს.

სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პირველი სპექტაკლი ზუგდიდის თეატრის სცენაზე 1868 წლის 11 აპრილს, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა. დღეს თეატრი ახალი შენობის მოლოდინშია.

ოფიციალური ინფორმაციით, ძველი შენობის რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თანხიდან 4 მილიონი სცენის მოსაწყობად არის გათვლილი.