ვიდეო
ამერიკელი ავტომრბოლელი ქალი ქართველი ქალების გასაძლიერებლად ჩამოვიდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
კანზას სიტიში მცხოვრები ჯენიფერ ჯო კობი, ჯერ კიდევ 8 წლის ჩვეულებრივი გოგონა იყო, როცა ავტომრბოლელობაზე ოცნება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მის მიზანს გარშემომყოფები სკეპტიკურად უყურებდნენ, მან ბავშვობის ოცნება აიხდინა და დღეს სხვა ქალებს უზიარებს თავის გამოცდილებას.

„მიზნისთვის ბრძოლაში შეიძლება ბევრჯერ წაიბორძიკო და დაეცე, მაგრამ უნდა ჩაებღაუჭოთ მიზანს და წამოდგეთ“, - უთხრა ავტომრბოლელმა ქალმა ზუგდიდის ტექნოპარკში მასთან შესახვედრად შეკრებილ ახალგაზრდებს.

ჯენიფერ კობი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით იმყოფება.

„ის არის კლასიკური რბოლის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავს NASCAR. მან ძალიან ბევრს მიღწია და ის დღეს ძალიან ცნობილია ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ. მისი ვიზიტი ქალების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კამპანიასაც ასე ჰქვია - ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“, - გვითხრა ამერიკის საელჩოს მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კიკნაძემ.

ავტომრბოლელი ქალი საქართველოში 2 ივნისის ჩათვლით დარჩება. ის საჯარო ღონისძიებებსა და ვორქშოპებში მიიღებს მონაწილეობას.

ზუგდიდელ ახალგაზრდებთან მისი შეხვედრა ამერიკული კუთხის ორგანიზებით გაიმართა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
15:01 / 23.11.2022
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი
სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
14:47 / 15.11.2022
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
10:07 / 08.11.2022
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი
საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
10:50 / 25.10.2022
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.