ვიდეო
მეგრული ენის დღე უცვლელი მოთხოვნებით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მეგრული ენის დღე აღნიშნეს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ენის პოპულარიზაციის აუცილებლობის, ასევე მისი დაცვის მექანიზმებზე. შარშანდელის მსგავსად წელსაც აღინიშნა, რომ მეგრულად დროსთან ერთად სულ უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. ორგანიზაცია „სამეგრელოს“ ხელმძღვანელ ზურაბ კვარაცხელიას თქმით, დღეს ეს ენა რეპრესირებულია სახელმწიფოს მხრიდან და არავინ იღებს პასუხისმგებლობას მის დაცვაზე. ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო გარანტიები და მათი აღსრულება, რათა უახლოეს მომავალში მეგრული საერთოდ არ გაქრეს. ასევე ტელევიზიის და პრესის ამოქმედება ამ ენაზე. ზურაბ კვარაცხელიასვე განმარტებით, აუცილებელია შეიქმნას კომისია, სადაც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, მეგრულ-სვანურ და ლაზურ ენებთან ერთად, ქართული ენის გადასარჩენად.

„არსებობდა მეფის დროინდელი რუსეთი. არსებობდა საბჭოთა იმპერია. მეფის დროინდელ და კომუნისტურ რუსეთშიც რომელ ენებს არ ქონდათ თავისუფლად განვითარების საშუალება? ისევ მეგრულ და სვანურ ენებს. გამოდის, რომ რუსეთს კი არა, ეს უპირველეს ყოვლისა, აწყობდა ადგილობრივ ხელისუფლებას. დაგვანახონ რა აწყობს საქართველოს პოლიტიკურ ცენტრს, თორემ რუსეთს რა აწყობს, ეს არ არის ჩვენი საქმე, ან ამერიკას, ან ევროკავშირს. ისინი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ, რომ ხშირად საზოგადოების ნაწილი მსგავს აქტივობებს სეპარატიზმის გამოვლინებად აღიქვამს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ისინი არ ეძებენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს სხვაგან, რადგან ეს თბილისის პრეროგატივაა.

შეხვედრის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე წარიმართა. შესრულდა ლექსები და სიმღერებიც ამ ენაზე.

ღონისძიებას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციაც ესწრებოდა. ის ზურაბ კვარაცხელიასგან განსხვავებით ფიქრობს, რომ მეგრულს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება.

„მე შეიძლება ამასთან დაკავშირებით მქონდეს ჩემი აზრი. სანამ სამეგრელო იქნება, სანამ მეგრელი კაცი იარსებებს, ვფიქრობ მეგრული ენა და მეგრული ნანა არ გაქრება. რაც დრო გადის, სამეგრელოც მრავლდება, ქალაქიც მსხვილდება და მგონია, რომ უფრო ვითარდება. არ მგონია გაქრობისკენ წავიდეს“, - აღნიშნა მან.

თაზო ფაცაციასვე თქმით, თუკი საზოგადოება შეთანხმდება, რომ საკითხს საკანონმდებლო განხილვა სჭირდება და დაცვა და პარლამენტს პეტიციით მიმართავენ, ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს წინადადებაზე და შესაბამის დასკვნას დადებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ენის შესანარჩუნებლად ოჯახებში ბავშვებს მეგრულად ესაუბრონ.

მეგრული ენის დღე ზუგდიდსა თუ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში 2013 წლიდან აღინიშნება. 29 მაისი - ეს თარიღი საგანგებოდ შეირჩა, ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით.

ზუგდიდში მეგრულის დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.