ვიდეო
თბილისში აფხაზურ ფოლკლორს ქართველებთან ერთად აფხაზებიც სწავლობენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
13 წლის დემეტრე ლაბარტყავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თბილისის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 1-ში“ აფხაზურ ფოლკლორს ეუფლება. დედამ, მაია მამუჩაშვილმა გვითხრა, რომ შვილი 6 წლის ასაკში მიიყვანა სკოლაში ფორტეპიანოზე, შემდეგ ფოლკლორულ გუნდში ჩაირიცხა, სადაც ქართულთან ერთად აფხაზურ სიმღერებსაც ასწავლიან.

„ჩვენი ოჯახი არ არის დევნილი, და როცა ჩემი შვილის ნამღერი გავაზიარე, გაკვირვებულები მეკითხებოდნენ ფეისბუკზე, რატომ იმღერა აფხაზურიო. მაგრამ მე მეამაყება, რომ აფხაზური სიმღერა შეასრულა. ეს ხომ ჩვენი კულტურაა. სამწუხაროდ, დემეტრეს ბოლო პერიოდში არ აქვს დრო გუნდში ისეთი ინტენსივობით იაროს, თუმცა ღიღინებს ხოლმე თავისთვის“, - გვითხრა მშობელმა.

ხელოვნების სკოლაში ერთი ხალხური სიმღერის ჯგუფია, რომელსაც „აგუძერა“ ჰქვია და ორი ქორეოგრაფიული ანსამბლი „ალაშარა“ და „შარათინი 1“. ერთიც ფოლკ-ბენდი „აფხაზეთი".

„მე თვითონ ვცხოვრობდი აგუძერაში და გუნდს ამიტომაც დავარქვი ასე. ქორეოგრაფიული ჯგუფის ალაშარას სახელი კი აფხაზურად მზის ნათებას ნიშნავს. რაც შეეხება შარათინს, ის ხომ უკვე არსებობს სოხუმში და ამიტომ ჩვენ შარათინ 1 ვართ. სხვათაშორის, ანსამბლის ქორეოგრაფი ოლიჩკა წურწუმია სოხუმის შარათინში ცეკვავდა“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა თამარ შაკიაშვილმა.

ანსამბლ „აგუძერას" წევრები.

მისივე თქმით, მუდმივად ისმის კითხვები, უნდა ჰქონდეთ თუ არა რეპერტუარში აფხაზური სიმღერები და ცეკვები, თუმცა სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ აფხაზური კულტურა ისტორიის ნაწილია და მისი პოპულარიზაცია ახალ თაობაში მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვართ სოხუმის პირველი და მეორე სკოლების მუსიკალური სკოლების სამართალმემკვიდრე. იურიდიულად თბილისის მერიას ვექვემდებარებით. ისმის კითხვები საზოგადოებისგან, რა შუაშია თბილისთან აფხაზეთიო, მაგრამ ჩემი მტკიცე და პრინციპული გადაწყვეტილებაა, ვასწავლოთ აფხაზური სიმღერები და ცეკვები ახალ თაობას. ეს ხომ ჩვენი ისტორიის ნაწილია“, - გვითხრა თამარ შაკიაშვილმა.

მისივე ცნობით, აფხაზურ ფოლკლორს სკოლაში ქართველებთან ერთად ეთნიკური აფხაზებიც ეუფლებიან.

„არიან ბავშვები გალის რაიონის სოფლებიდან. ეთნიკურად აფხაზი მოზარდებიც სწავლობდნენ ჩვენთან. ახლაც გვყავს ერთი აფხაზი ბავშვი, რომელსაც ყველანი ძალიან ვეფერებით“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ხელოვნების სკოლაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეადგენს. სკოლაში 400-მდე მოსწავლეა და 60 მასწავლებელი. სკოლაში ფუნქციონირებს 25 განყოფილება. ინსტრუმენტული, სოლო და საგუნდო სიმღერის, თეატრალური, სამხატვრო და სხვა. 

ხელოვნების სკოლას გუშინ დაარსებიდან 10 წლის იუბილე შეუსრულდა.

მასალაში გამოყენებულია ვიდეო და ფოტო თამარ შაკიაშვილის ფეისბუკის გვერდიდან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა
ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
09:11 / 27.09.2022
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი
11:22 / 09.09.2022
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია
ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
14:51 / 27.08.2022
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი,
რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
17:55 / 09.08.2022
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.