ვიდეო
ამბავი მიწის მოყვარულ ბაბუა და შვილიშვილზე [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდიდან მარტვილის სოფელ ვედიდკარში კითხვა-კითხვით ჩავედით. მანძილი საკმაოდ შორი აღმოჩნდა, თუმცა ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, მგონი ამად ღირდა. ისტორია ბავშვობის დროინდელ ზღაპარს ჰგავს Happy End-ით.

ისტორიას 1993 წლიდან დავიწყებ, როცა სოხუმში მცხოვრებმა ნუგზარ ფოჩხუამ ალმოდებული ქალაქი დატოვა ცოლთან და სამ ქალიშვილთან ერთად და მარტვილში, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა.

„45 წლის ვიყავი, სოხუმი რომ დავტოვე. მქონდა ყველაფერი, საქმე, რომელიც მიყვარდა, ოჯახი, მეგობრები. ვმეგობრობდი ჟიული შარტავასთან. მისი ბრძანებით ფოთში პურის ფქვილი უნდა წაგვეღო და სწორედ ამის გამო ვარ დღეს ცოცხალი. რომ არა ეს ბრძანება, მათი სიკვდილის დღეს ხომ იქ ვიქნებოდი მათთან ერთად“, - იხსენებს ნუგზარ ფოჩხუა, თუმცა ამაზე საუბარი უჭირს, რადგან ფიქრობს, რომ ვისაც დევნილობა არ გამოუცდია, მისთვის ძნელად გასაგებია, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ცხოვრების თავიდან დაწყება.

მოკლედ გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ოჯახი და გაზარდა შვილები, მიწის დამუშავებით. მისი შვილიშვილი დავითი უკვე 23 წლისაა. ის თავის ცოლ-შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ბაბუას საუკეთესო მეგობარია და თითქმის ყოველ-შაბათ-კვირას მასთან ერთადაა.

„ბევრ საქმეს მოვკიდე ხელი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ჩემი შვილიშვილიც რომ მიწის სიყვარულმა აქ მოიყვანა, ამით გახარებული ვარ“, - განაგრძობს ბაბუა.

დავითი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა მაინც ახერხებს სოფელში ბაბუასთან ჩასვლას, რომ მასთან ერთად მოუაროს ლურჯი მოცვის ბაღს, რომელიც ერთად გააშენეს.

„ბავშვობიდან მაქვს მიწის სიყვარული. ოჯახს გააჩნდა საკუთრებაში მიწა და ბაბუას მოაფიქრდა, რომ გაგვეშენებინა ლურჯი მოცვი, რადგან მიწა არის მჟავე. ადრე ჩაი მოჰყავდათ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მოცვის ნერგებისთვისაც აქ კარგი ნიადაგია. ბაბუას გაუჩნდა მოცვის გაშენების იდეა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და მგონი გამოგვდის“, - გვითხრა დავით ალხანიშვილმა.

მოცვი 1 ჰექტარ მიწის ფართობზე ბაბუამ და შვილიშვილმა ორი კვირის წინ დარგეს. ისინი ფიქრობენ, რომ 2, 3 წლის შემდეგ პირველ მოსავალს მიიღებენ, თუმცა მათი თქმით, მცენარე სრულად მსხმოიარე 5 წლის შემდეგ გახდება.

მოცვის ბაღი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გააშენეს, რომლის მიხედვითაც ნერგების ღირებულების 70% და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50% დაუფინანსდათ.

ბაბუა და შვილიშვილი გვიჩვენებენ მათ საკუთრებაში არსებულ კიდევ რამდენიმე ჰექტარ მიწას, სადაც ბაღის გაფართოებას გეგმავენ.

„ადამიანმა თავისი სათქმელი იქ უნდა თქვას, სადაც ყველაზე კარგად გამოსდის", - ასე ფიქრობს დავით ალხანიშვილი, რომელმაც ასეთი ადგილი უკვე იპოვა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.