ვიდეო
18 წლის ალიკას კალმით შექმნილი ხელოვნება [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი ახალგაზრდა კალიგრაფისტისთვის ქართული დამწერლობა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არაა. ის თავისი უნიკალურობით და განუმეორებლობით ხელოვნებაა, რომლის ფურცელზე გადმოტანაც თავისებური შრომის ტოლფასია, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო გარჯის. მეცხრე კლასში იყო, როცა მასწავლებლის დაჟინებით პირველად სინჯა საკონკურსოდ მოხაზვა, სტროფების გადაწერა. მერე ხელიც დაეხვეწა, დროსთან ერთად კიდევ უფრო გამოებურცათ და დაუმრგვალდათ ასოებს მუცლები, მეტად დაუგრძელდათ ფეხები და ჩუქურთმებით გამდიდრდნენ.

ალიკა სალიას თქმით, წერის ტექნიკაზე მუშაობა მხოლოდ არ კმარა, შენი დამწერლობაც უნდა გიყვარდეს და მასში სული და გული ჩააქსოვო. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. მე სხვანაირად ვერ შევძლებდიო, ამბობს.

„თავიდან ჩემს ასოებს არავითარი გაფორმება არ ქონდა. რაც უფრო მეტს ვმუშაობ და დროს ვატარებ შრომაში, მით უფრო შედეგს იღებს ყველაფერი. ეს რთულიც არის, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოც. ქართული დამწერლობით იმიტომ დავინტერესდი, რომ ეს არის უნიკალური დამწერლობა. კალიგრაფიით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ვსწავლობ ნუსხურს და ასომთავრულადაც ვწერ. რაც ძალიან საინტერესოა“, - უთხრა ახალგაზრდა კალიგრაფისტმა „ლაივპრესს“.

ამბობს, რომ ერთი ნამუშევრის დასრულებას რამდენიმე საათი სჭირდება. პროცესი ასოების გამოყვანასთან ერთად, მათ მოჩუქურთმებას და ჩარჩოთი გაფორმებას მოიცავს. ამ ყველაფრისთვის კი მუზაც სჭირდება. ალიკა სალიასთვის ქართული დამწერლობის სამივე სახეობა თანაბრად საინტერესოა, რთულიც, განსხვავებული შტრიხებით, მოხაზულობით, შესრულების მანერით.

კალიგრაფისტი წერს აფხაზურადაც. ის ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, სადაც მარტივი, სასაუბრო სიტყვები და ანბანი ასწავლეს. ამიტომაც გადაწყვიტა საკუთარი შემოქმედება ამ ენითაც გაემრავალფეროვნებინა.

ალიკა სალია ადგილობრივ დონეზე გამართული კალიგრაფიის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. საქართველოს დღეების ფარგლებში მის მიერ გადაწერილი ლიტველი პოეტის, ვლადას ბრაზიუნასის ლექსები ლიტვაშიც გამოფინეს. ახალგაზრდის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

კალიგრაფისტობის გარდა ალიკა ზეთების გამოყენებითაც ხატავს. არის კონკურსის გამარჯვებულიც. მაშინ ჯერაც სკოლის მოსწავლე იყო და მსგავს აქტივობებშიც უფრო ხშირად მონაწილეობდა.

რაც შეეხება პროფესიას, 18 წლის ახალგაზრდას სურვილია ინტერიერის დიზაინერი გახდეს, თუმცა ამავდროულად მხატვრობაზეც ფიქრობს. ნებისმიერ შემთხვევაში ხატვის და ლექსების გადაწერის საქმიანობისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
15:01 / 23.11.2022
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი
სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
14:47 / 15.11.2022
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
10:07 / 08.11.2022
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი
საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
10:50 / 25.10.2022
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.