ვიდეო
გიგის ნაძერწი და ქაღალდის ავტომობილები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
13 წლის გიგი სიჭინავამ ზუგდიდში მორიგი გამოფენა მოაწყო და დამთვალიერებელს ამჯერად ფერწერული ტილოების პარალელურად, ნაძერწები და ქაღალდის აპლიკაციები წარუდგინა. მოზარდის გამოფენის ინიციატორი ზუგდიდის ტექნოპარკი იყო, რომელმაც ახალგაზრდა ხელოვანს საკუთარი სივრცე შესთავაზა ღონისძიებისთვის.

ნამუშევრებს შორის, ძირითადად როგორც ნაძერწებში, ისე კალმით შესრულებულ ნახატებში, სატვირთო ავტომობილები ჭარბობდა.

„არ ვიცი რატომ, მიყვარს ავტომობილები. აქ რაც არის, ყველაფერი 2017 წლიდან გავაკეთე“, - უთხრა გიგიმ „ლაივპრესს“. ამჯერად არ იცის, კიდევ იმუშავებს თუ არა საძერწისგან სხვა ნივთების დამზადებაზე. „შეიძლება სხვა ნივთებიც გავაკეთო“, - ამბობს 13 წლის გიგი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.

მას პირველი ნამუშევრები 5-6 წლის ასაკში ჰქონდა. ზუგდიდის პარალელურად, პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისშიც, მათ შორის ერთი პარლამენტის შენობაში.

ტექნოპარკის დღევანდელ სტუმრებს შორის უფროსების პარალელურად გიგის მეგობრები და გულშემატკივრები ჭარბობდნენ. მათ ფერწერულ ნამუშევრებზე მეტად ქაღალდისგან შექმნილი სატვირთო ავტომობილები მოეწონათ, რომლებიც ძაფებით ჭერზე იყო დაკიდული და ოდნავ შეხებაზეც კი ფარფატებდნენ. „მეც მინდა ამის გაკეთება, მაგრამ რთულია“, - გვითხრა გიგის მეგობარმა, 13 წლის გუკა გუგუჩიამ.

ახალგაზრდა ხელოვანის დედის, ნათია სახოკიას თქმით, გიგის გაცილებით მეტი ნამუშევრები აქვს სახლში, ვიდრე გამოფენაზეა წარმოდგენილი. მისი განმარტებით, განსაკუთრებით დიდ დროს გიგი ქაღალდის აპლიკაციებს უთმობს, რომლის აწყობისას გათვლილი აქვს ყველა დეტალი.

13 წლის ხელოვანი ნამუშევრებს საკუთარ სახელოსნოში ქმნის და იქვე ინახავს. სახელოსნო მას მშობლებმა 2017 წელს გაუხსნეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.