ვიდეო
ერთი კაცის აქცია, მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვა-განვითარების მიზნით საყოველთაო კონფერენციის გამართვის მოთხოვნით, ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორი და ერთადერთი მონაწილეც ზუგდიდის მცხოვრები იური ღვინჯილია იყო, რომელიც სხვადასხვა უწყებასთან, ან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პერიოდულად აწყობს მსგავსი შინაარსის გამოსვლებს. მიუხედავად იმისა, რომ შეკრების თაობაზე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ რამდენიმე დღის წინ დაანონსა, იდეას არავინ გამოხმაურებია. ალბათ ჩემს გარდა ეს თემა არავის აწუხებსო - ასე ხსნის მოცემულ ფაქტს „ლაივპრესთან“ საუბარში. ამბობს, რომ თავად აღნიშნულ საკითხზე შვიდი შეხვედრა გამართა, თუმცა არცერთ მათგანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან. იური ღვინჯილიას თქმით, სახელმწიფოსგან პრობლემა იგნორირებულია, რაც შეგნებული და გააზრებული პოლიტიკაა.

„საკითხი ეხება შეუსრულებელ ვალდებულებას, ევროპის რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირებას. ქართულმა სახელმწიფომ ამოაგდო ლაზური, მეგრული და სვანური ენები და ჩვენ გვინდა ამ თემაზე საყოველთაო დისკუსიის ორგანიზება. ზოგადად ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ენობრივი პოლიტიკის შემუშავება. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ უნდა მიიღოს“, - გვითხრა აქციის ორგანიზატორმა და დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისგან კონკრეტულად არაფერს ელოდება, თუმცა მერიის შენობასთან ყურადღების მიქცევის მიზნით მოვიდა.

იური ღვინჯილიას თქმით, ქართულმა სახელმწიფომ მეგრელების გარეშე გადაწყვიტა მეგრული ენის ბედი. მისივე განმარტებით, ვიღაცამ თავის დროზე მიიჩნია, რომ ეს არის „თურმე ქართველური ენა“ და კანონშიც ასე გაიწერა, რაც ფიქრობს, რომ არარლეგიტიმურია, რადგან განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ მეგრულად, სვანურად და ლაზურად მოლაპარაკე ადამიანებს და მათ წარმომადგენლებს, მათ, ვინც ენობრივ საკითხებზე მუშაობს.

ფიქრობს, რომ პრობლემა პოლიტიკური ორგანიზების გარეშე ვერ გადაწყდება.

იური ღვინჯილია მეგრულენოვანი ტელევიზიის ამოქმედებასაც გეგმავს, თუმცა პროცესი ფინანსების არარსებობის გამო დროში გაეწელა. როგორ აპირებს იდეის განხორციელებას, კითხვაზე შემდეგი პასუხი გაგვცა - უნდა მივმართო რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურებს და მგონია დამეხმარებიან.

რაც შეეხება მის მიმართ ბრალდებებს რუსეთთან კავშირსა და სეპარატიზმზე, განმარტა - მხარდაჭერა მეზობელი სახელმწიფოსგან რომ ქონოდა, ჩანაფიქრის რეალიზებას ბევრად ადრე შეძლებდა. ფიქრობს, მსგავსი დაინტერესება ამ ქვეყანას რომ ქონოდა, მეგრულენოვან ტელევიზიას გალში მაინც მოაწყობდნენ.

იური ღვინჯილიას თქმით, ის პერიოდულად კვლავაც განაგრძობს საპროტესტო აქციას, მომავალში უკვე პოლიტიკური მოთხოვნით - სამეგრელოს ავტონომიის გაუქმებული სტატუსის აღდგენა.

მოქალაქე მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს.

უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილზე პასუხი მან შვიდი თვის დაგვიანებით მიიღო. მთავრობის პასუხის თანახმად, ევროპული ქარტია არ ვრცელდება მეგრულ, ლაზურ, სვანურ ენებზე, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობათა ენებს.

იური ღვინჯილია ადრე განათლების ცენტრ „კოლხიდას" ხელმძღვანელობდა, რომელსაც მეგრულენოვანი რადიო და ვებ-გვერდი ეკუთვნოდა, თუმცა 2015 წლის იანვარში დახურა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
15:01 / 23.11.2022
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი
სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
14:47 / 15.11.2022
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
10:07 / 08.11.2022
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი
საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
10:50 / 25.10.2022
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.