ვიდეო
ანაკლიის ახალი ფესტივალი და ახალი შეთავაზება აფხაზეთის მცხოვრებლებს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანაკლიაში ახალი ფესტივალის, ECHOWAVES-თვის მზადება დაიწყო. ანაკლია-განმუხურის ტერიტორია უკვე დაათვალიერეს ფესტივალის ორგანიზატორებმა და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც სახელმწიფომ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში 4 მილიონი ლარით დააფინანსა, 23-26 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

როგორც „ლაივპრესს“ ფესტივალის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დავით ქუთათელაძემ განუცხადა, ECHOWAVES-ი მუსიკის გარდა მოიცავს სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ აქტივობებს, სადაც გართობას შეძლებენ სახვადასხვა გემოვნების ადამიანები. მისი თქმით, აქცენტი არ გაკეთდება მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაზე, რადგან სხვა მიმდინარეობის მოყვარულებმაც შეძლონ დროის სასიამოვნოდ გატარება.

მუსიკალური ფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. ღონისძიების სრული პაკეტის საწყისი ფასი, ივნისის ბოლომდე 120 ლარია. განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მათ ბილეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. ამ დროისთვის ცნობილია ფესტივალის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის ვინაობა. მათ შორის არიან: Juan Athkins, Tricky, Solomun, Dzijan Emin& GPO, Francesco Tristano& Guti live და სხვები. სრულ პროგრამას ფესტივალის ორგანიზატორები უახლოეს დღეებში თბილისში, ბრიფინგზე გაასაჯაროვებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ANAKLIA ECHOWAVES-ი ჩატარებაზე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარული ფესტივალი EXIT-ი იზრუნებს, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამასთან, ტურისტების მოზიდვის მიზნით ECHOWAVES-ი ტურისტულ კომპანია Collegium MONDIAL TRAVEL-თან თანამშრომლობს, რომელიც 11 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.