აქცია მავთულხლართებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ [ვიდეო]

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ძირითადად ახალგაზრდა დამთვალიერებელი მივიდა. იყვნენ საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე მოქალაქებიც, რომლებმაც უკმაყოფილება ადგილზე დააფიქსირეს. ორმა მათგანმა აღნიშნა, რომ დროა დასრულდეს „რუსეთზე როგორც ოკუპანზე“ საუბარი. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ბულვარის მიმდებარედ გზა იყო დილიდან ჩაკეტილი.

აქცია - „რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი“ კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით გაიმართა.