ვიდეო
აგროტურისტული ფესტივალი ჩხოროწყუში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე პირველი აგროტურისტული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილე ფერმერებს პავილიონებში მეგრული ღვინო, ყველი, თაფლი და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები ჰქონდათ გამოტანილი.

ხალხური საკრავების პავილიონში 17 წლის დიმიტრი ქარჩავამ კოლხური საკრავი ლარჭემი გვიჩვენა, რომელიც მისი თხოვნით, ჩხოროწყუელმა ოსტატმა დემურ ანთიამ დაამზადა.

„ეს არის უძველესი კოლხური საკრავი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ. ლარჭემს გამოიყენებდნენ მწყემსები. მათ საკრავზე რამდენიმე ბგერის შესრულებით შეეძლოთ დაემორჩილებინათ ნახირი“, - გვითხრა დიმიტრი ქარჩავამ.

ფერმერმა გელა დარჩაგოდაშვილმა მარტვილში დამზადებული ჩაი დაგვაგემოვნებინა.

„ჩაის ვამუშავებთ და ვყიდით საქართველოში, მაგრამ გვაქვს მოლაპარაკებები, რომ პროდუქცია გავიტანოთ ევროპაში. ჩაის ჩაუტარდა ანალიზი და ჩვენი პროდქუცია მისაღები გახდა ევროპისთვის“, - გვითხრა ფერმერმა.


21 წლის სალომე შენგელიას პავილიონში კოწახურით და მშრალი ხილით მომზადებული ყველი ვნახეთ.

„გვაქვს ტრადიციული ყველები, თუმცა ბევრი სახეობა ჩვენი ფანტაზიის შედეგია“, - გვითხრა ფერმერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მუხურის აგროტურისტული ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

„ეს ფესტივალი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის მეწარმეობის განვითარებას. ასევე, დიდი რესურსია ტურიზმის განვითარების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ღონისძიებები აჩენს ახალ ინიციატივებს, რომ მეტი ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ“, - გვითხრა სოლომონ პავლიაშვილმა.

ფესტივალის ბოლოს მოამზადეს ელარჯი, რომელიც სტუმრებმა დააგემოვნეს.

აგროტურისტული ფესტივალის ორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია და „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის".

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.