ვიდეო
ზუგდიდელმა მოზარდმა უძველესი კოლხური საკრავი აღადგინა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა. დღეს მის ოთახში მაგიდაზე კოლხური ლარჭემი, სვანური ჭუნირი, აჭარული ჭიპონი, ჩანგი, სალამური, ფანდური და ჩონგური დევს. მუსიკოსი დაახლოებით 12 ხალხურ საკრავზე უკრავს. მათგან რამდენიმე დამოუკიდებლად ისწავლა.

მუსიკოსი მოწიწებით იღებს საკრავებს, მის ისტორიას და დამზადების ტექნიკას გვიყვება. საკრავები სხვადასხვაგვარია, სიმებიანი, ხემებიანი, ჩასაბერი. დიტოსთვის ყველა ერთნაირად საინტერესოა, რადგან ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათს, კულტურას და ისტორიას გადმოსცემენ.

მათ შორის ერთ-ერთი, კოლხური ლარჭემი დიმიტრის დამზადებულია.

„ეს უძველესი კოლხური საკრავია. ის დამზადებულია კოლხური ლერწმისგან, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში. მის შესახებ ბიბლიოთეკებში ისტორიული მასალები მოვიძიე, სადაც შევიტყვე ლარჭემის დამზადების წესი, შევადგინე საკრავის აღწერილობა და მისი დამზადება ვთხოვე ცნობილ ოსტატს ჩხოროწყუში, დემურ ანთიას, შემდეგ კი მე თვითონ დამოუკიდებლად გავაკეთე ეს საკრავი“, - გვითხრა დიმიტრიმ.

ლარჭემი მწყემსების საკრავი ყოფილა.

„ეს არ იყო საორკესტრო საკრავი. როცა მწყემსებს ნახირი გაჰყავდათ, ისინი გარკვეულ მელოდიას უკრავდნენ, შინ დაბრუნებისას სხვას და ამას პირუტყვი იმახსოვრებდა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესაძლებელი იყო დიდი ნახირის მწყემსვა. ამბობენ, რომ ჩვენთან საუკუნეების წინ გლეხი ისე არ წავიდოდა ბაზარში, ლარჭემი ხელისთვის არ გამოეყოლებინაო, ახლა კი დასანანია, რომ მასზე ალბათ საქართველოში ალბათ სულ 5 ადამიანი თუ უკრავს“, - ამბობს დიმიტრი.

მან ჩაბერვამდე ლარჭემი წყლით სავსე ჯამში ჩადო, უფრო სუფთა ბგერების მისაღებად. ეს წესიც ლიტერატურულ წყაროებში ამოიკითხა.

ისტორიული ლიტერატურის მოძიების გარდა, დიმიტრი ბევრს მეცადინეობს. მე-12 კლასშია. აპირებს ექიმი გახდეს, თუმცა ამბობს, რომ ხალხური საკრავები „მისი ცხოვრების მეგზურები ბოლომდე იქნებიან“.

დიმიტრი თავის თანატოლებსაც ასწავლის დაკვრას. ხალხური საკრავების პოპულარიზაციის მიზნით, ჩხოროწყუში გამართულ აგროტურისტულ ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ოსტატ დემურ ანთიასთან ერთად ძველი საკრავები გამოფინა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.