ვიდეო
ჩიორა და ლიმონა შეჯიბრისთვის ემზადებიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ცხენები ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ანგლო-არაბული 8 წლის ლიმონა და ანგლო-ყაბარდული ჯიშის 7 წლის ჩიორა შეჯიბრისთვის ყოველდღიურად ვარჯიშობენ. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მწვრთნელი და მხედარიც.

ყოველწლიური ეროვნული დოღი ბახმაროში 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება. მასში მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა საცხენოსნო კლუბის ბედაურები იღებენ.

„ხარებაში“ შვილობილებზე, ჩიორასა და ლიმონაზე დიდ იმედებს ამყარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის კერძო საცხენოსნო კლუბი სულ სამი წლისაა, სხვადასხვა ჩენპიონატში წარმატებებს უკვე მიაღწია. მისი დამფუძნებლის, დეკანოზ იაკობ ეხვაიას განცხადებით, გასულ წელს „ხარებამ“ ამიერკავკასიის პირველობაც მოიპოვა.

„თავიდან მოყვარულის დონეზე დავეუფლეთ ამ საქმეს, მაგრამ შემდეგ მოთხოვნა გაგვეზარდა და უკვე პროფესიულ დონეზე ვფლობთ საქმეს, რასაც ჩვენი წინაპრები ღირსეულად ფლობდნენ. ჩვენი მხედრები უკვე ძალიან გამოიწვრთნენ ამ საქმეში და ძალიან წარმატებული არიან როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა დეკანოზმა.

„ხარებაში“ სასულიერო პირთან ერთად მისი ვაჟიშვილები მუშაობენ. სამი წლის მანძილზე, კლუბის დაარსებისას და შემდეგ მუშაობის პროცესში გამოვლენილმა სირთულეებმა, მათ გამოცდილება და ცოდნა შემატა. ახლა უკვე ცხენების მოვლა-პატრონობასთან ერთად, გაწვრთნასაც წარმატებით ართმევენ თავს.

მათე და საბა ეხვაიები ცხენებს ვარჯიშების პარალელურად თითქმის ყოველდღიურად აბანავებენ და ვარცხნიან. ჯირთს და მზრუნველობას შეჩვეული ბედაურებიც, მათი თავლაში შესვლისთანავე სიხარულს ჭიხვინით გამოხატავენ.

საცხენოსნო კლუბში, რომელიც სოფელ ჭითაწყარში მდებარეობს, ამჟამად 15 ცხენი ირიცხება. აქვე ფუნქციონირებს სკოლა, სადაც მსურველებს ჯირითს ასწავლიან.

დეკანოზის თქმით, უძველესი ქართული ტრადიციის აღდგენის გარდა, „ხარებას“ მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. დეკანოზი ამბობს, რომ კლუბის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ „ხარებამ“ დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. 2017 წლიდან კლუბი 43 ათასი ლარით დაფინანსდა.

კერძო საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ზუგდიდში 2015 წლის 6 მაისს შეიქმნა. მეგობარმა დეკანოზს ინგლისური ჯიშის ცხენი აჩუქა, რომელიც ცოტა ხანში გარდაიცვალა. სასულიერო პირი ამაში საკუთარ თავს იდანაშაულებს, რადგან მისი თქმით, არ ფლობდა ცხენის მოვლაზე საკმარის ინფორმაციას. ამბობს, რომ ეს ერთგვარი სტიმულიც გახდა, უძრავი ქონების გაყიდვის გზით, ახალი ცხენების შეძენის და კლუბის ჩამოყალიბების.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.