ვიდეო
ზუგდიდელმა სპორტსმენმა 8 კილომეტრი ჩამუხლვით გაიარა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბაჩანა ოყუჯავა სახლიდან ჩამუხლვით დილის 6 საათზე გამოვიდა, დაახლოებით 8 საათის შემდეგ ის უკვე ფინიშთან - რუხის სავაჭრო ცენტრში მივიდა. დღეს მან 8 კილომეტრზე მეტი დაფარა. სპორტსმენის თქმით, ეს მანძილი ჩამუხლვით, ე.წ. ლანჯით ჯერ არავის გაუვლია. მის მიერ ინტერნეტში მოძიებული ვიდეოების მიხედვით, ამერიკელმა სპორტსმენმა მხოლოდ 1 კილომეტრი და 600 მეტრი დაფარა.

„სამყაროს შეცნობისა და შეგრძნობის უამრავი კარგი გზა არსებობს. ადრე დაინტერესებული ვიყავი სირბილით, ვმუშაობდი რუხის სავაჭრო ცენტრში და კომბინატის დასახლებიდან, სახლიდან ყოველ დილა-საღამოს ამ მანძილს სირბილით გავდიოდი, შემდეგ თიაქარი აღმომაჩნდა და სირბილი შევწყვიტე. შემდეგ ნელ-ნელა ჩაჯდომებში დავიწყე ვარჯიში და მანძილს ნელ-ნელა მოვუმატე“, - გვითხრა ბაჩანა ოყუჯავამ.

მან აქამდე არაერთი შორი მანძილი დაფარა ფეხით. გასულ წელს კი ანაკლიიდან უშგულამდე ფეხით ავიდა.

„ზოგადად, როცა მიზნად დავისახავ ამა თუ იმ მანძილის გავლას, არასდროს არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ შევძლებ სირთულეების გადალახვას. მაგრამ ყოველთვის მინდა გამოვცადო ჩემი შესაძლებლობები. ახლაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გადავლახავდი, მაგრამ შევძელი. თუ ჩემი ამბავი ვინმეს დააფიქრებს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მისცემს, ბედნიერი ვიქნები. მინდა ახალგაზრდებმა დრო ფუჭად არ დაკარგონ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ “, - ამბობს ახალგაზრდა.

სპორტსმენმა გვითხრა, რომ გასულ წელს, საქართველოს ფეხით შემოვლას აპირებდა, რაშიც ფინანსური დახმარება ზუგდიდის მერიას სთხოვა, თუმცა მათგან მხოლოდ დაპირება მიიღო. სპორტსმენთან ერთად დღეს მხოლოდ მისი ერთი მეგობარი იმყოფებოდა.

ბაჩანა ოყუჯავა გეგმავს ველოსიპედით ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ევროპაში იმოგზაუროს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.