ქართველი პიანისტის სამშვიდობო გზავნილი ენგურის ხიდიდან [ვიდეო]

„დღეს რამდენიმე ყალბი საზღვარი გვაქვს. ამ გზავნილს ეხმაურებოდა დღევანდელი ღონისძიებაც. ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მჯერა, მალე სოხუმსა და სამაჩაბლოშიც ჩავატარებთ კონცერტებს“, - აღნიშნა დავით ალადაშვილმა.

მისი თქმით, მანამ, სანამ ენგურს გაღმა გამართავენ მსგავს, კლასიკური მუსიკის საღამოებს, ყველა იმ გმირს, ვინც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას და ოკუპაციას შეეწირა, ან ამ დრომდე ემსახურება საქართველოს, შოპენის „გმირული პოლონეზი“ ენგურის ხიდიდან მიუძღვნა.
პიანისტმა ორი კვირის განმავლობაში კონცერტი ქვეყნის მასშტაბით გამართა. ღონისძიება კომპანია „მაგთის“ ორგანიზებით მოეწყო.