ვიდეო
ცხოვრება მაღალი ქულებით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ნანუკა როგავა იმ აბიტურიენტების მცირე ჩამონათვალშია, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები მიიღო. ახლა ზუგდიდელი ახალგაზრდა მის მიერ შერჩეულ თავისუფალ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტია.

ნანუკამ ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში - 59, ზოგად უნარებში - 78, ინგლისურ ენაში - 88, ქართულ ენაში კი - 75 ქულა მიიღო.

წარმატება აბიტურიენტისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წლების განმავლობაში ამ შედეგისთვის მუშაობდა. მიღწეულით კმაყოფილი არ არის. სამომავლოდ უკვე ახალ მიზნებს სახავს - ევროპის ან ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებს არჩევს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სტუდენტის სტატუსს ჯერ საქართველოში მოირგებს.

„სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. ნიშნები ყოველთვის კარგი მქონდა, მაგრამ ტექნიკური საგნები ყოველთვის უფრო მომწონდა, უფრო გამომდიოდა კიდეც. ალბათ გენეტიკურია ეს ყველაფერი. მშობლებისგან დამყვა ტექნიკური საგნების ნიჭი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნანუკა როგავამ, რომელიც სწავლის პროცესში პროფესიით პროგრამისტი მამის და ფილოლოგი დედის რჩევებს ითვალისწინებდა.

ნანუკა გამორჩეულია არა მარტო ქულათა რაოდენობით, ის იმ ქალების ასევე მცირერიცხოვან ჩამონათვალშია, ვინც პროფესიად პროგრამისტობა აირჩია. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევისას მისი და მამის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.

„სტატისტიკური მონაცემებით, რა თქმა უნდა არის რაღაც პროფესიები, სადაც მამაკაცები არიან პირველები, ან პირიქით, ქალები. მაგრამ ჩემი აზრით მთავარია ადამიანის ინტერესი, მონდომება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული“, - ამბობს ნანუკა.

თანატოლების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, თბილისში, მშობლების გარეშე ცხოვრება არ უჭირს, რადგან დამოუკიდებლად ყოფნას 12 წლის ასაკიდან შეეჩვია. მეხუთე კლასამდე ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ერთი წელი სასულიერო გიმნაზიაში დაჰყო. მეშვიდე კლასიდან კი მამის რჩევით თბილისში გაემგზავრა და კომაროვის სკოლის მოსწავლე გახდა. სკოლის პანსიონატში ცხოვრობდა. ნანუკა გვიყვება, რომ 12 წლის ასაკში ოჯახის მოშორებით ყოფნამ სირთულეებთან და ემოციებთან გამკლავება ასწავლა.

ახლა საკუთარ გამოცდილებას ასევე პირველი კურსის სტუდენტ ძმას, გიორგი როგავას უზიარებს. გიორგიმ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 50%-იანი გრანტით ჩააბარა.

„ჩემი რჩევაა შრომა. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ იყვნენ არავის იმდეზე, არც რეპეტიტორების და არც სკოლის მასწავლებლების. იშრომონ თვითონ, დაწერონ ტესტები, გაიგონ რა დონეზე არიან და იმ საკითხებზე დაიწყონ მუშაობა, რაშიც ყველაზე დაბალი შედეგი აქვთ, ან რაც ყველაზე რთულია მათთვის“, - ურჩევს სტუდენტი აბიტურიენტებს. მათ ხომ ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ გზა, რომელიც ნანუკამ წარმატებით გაიარა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.