ვიდეო
რეპორტაჟი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა. „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ დაზიანებულ მცენარეებს სურო და ხავსი მოაცილეს, გამხმარი ხეები კი მოჭრეს. მისივე თქმით, დადიანების მიერ ბაღში დარგული მცენარეების 70% შენარჩუნებულია.

„მოხდა აღწერა, დადგინდა მცენარეების მდგომარეობა. შესაბამისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული მცენარის სანიტარულ ჭრაზე, გამოხშირვაზე, გადაბელვაზე. მოიჭრა რამდენიმე ძველი ხე, რომელიც გამხმარი იყო. ნოემბრის თვიდან დაიწყება გამწვანების სამუშაოები, ბალახის დათესვა, გაზონის მოწყობა და ნერგების შემოტანა“, - გვითხრა ზვიად ქარჩავამ,

ამ დროისათვის დასრულებულია მებაღის სახლის მშენებლობა. მიმდინარეობს სალარო ჯიხურების, სამი საზოგადოებრივი საპირფარეშოს და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა. ცვლიან ღობეს, რომლის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა ბილიკები.

ზვიად ქარჩავას თქმით, იგეგმება ძველი ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია.

„გაწმენდითი სამუშაოებისას აღმოვაჩინეთ უამრავი თიხის ქოთანი, ზოგი მთელი, ზოგიც ნამტვრევი. ორანჟერეა, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძის მებაღეები მუშაობდნენ, პირვანდელი სახით აღდგება. შემდეგში გვინდა, რომ აქ გავაკეთოთ ისევ ორნაჟერეა, გვყავდეს მეთუნე, რომელიც ქოთნებს აქვე დამთვალიერებლებისთვის გააკეთებს“, - გვითხრა ზვიად ქარჩავამ.

ბოტანიკურ ბაღში იგეგემება ასევე ღია კინოთეატრის და კვების ობიექტის მოწყობა.

მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
13:52 / 12.10.2019
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
15:36 / 26.09.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
18:03 / 12.08.2019
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.