ვიდეო
მეგრული ღვინო თაფლის არომატით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და მწკლარტეს ნიშნავს. მისი ნაყოფი სხვა მეგრული ჯიშის ყურძენთან შედარებით ნაკლებად ტკბილია, მწკლარტე გემო აქვს, თუმცა მეღვინეები მისგან დაყენებულ წითელ ღვინოს საუკეთესოდ მიიჩნევენ.

მეღვინე მიხეილ ცირდავა, მათ შორისაა, ვინც გადაშენების პირას მყოფი მეგრული ჯიშის ვაზის აღორძინების მიზნით, სანერგე გააშენა, ყურძენს საგვარეულო საწნახელში წურავს და ღვინოს ასევე მეგრულ ქვევრში ინახავს.

„კოლოშს დაწურვის შემდეგ, საწნახელში დაახლოებით 8 დღე გავაჩერებთ, როცა ფერმენტაცია მორჩება და ჭაჭა დაიწევს, განვაცალკევებთ, ღვინოს გადავიტანთ ქვევრში. ნაყოფი ნაკლებად წვნიანია, მაგრამ უმაღლესი ხარისხისაა. მას თაფლის ტონები აქვს“, - ამბობს მეღვინე.

მის მიერ დაწურულმა კოლოშმა და ჭვიტილურმა შარშან ესპანეთის საერთაშორისო სიმპოზიუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მეღვინე ამჯერად ღვინის ამერიკის შეერთებულ შტატებში გატანასაც გეგმავს.

მიხეილ ცირდავამ მეგობარ დათო გაგუასთან ერთად, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს ოჯალეშის დაყენებაც დაიწყო.

„ჩემი მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს, ის დაინტერესებულია ოჯალეშის წარმოებით, ჩვენ ერთად ვეცდებით, რომ მეგრული ღვინო ამერიკაში გავიტანოთ“, - გვითხრა მეღვინემ.

მან სექტემბერში თავის მარანში, ასევე იშვიათი ჯიშის ყურძენი ჭვიტილური დაწურა.

მის მარანში ღვინო აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემა National Geographic-ის ჟურნალისტმა, დევიდ ფარლიმაც დააგემოვნა.

მეღვინემ კიდევ ერთი ტრადიცია აღადგინა. მან უძველესი მეგრული რეცეპტით გუდის ყველი დაამზადა. უახლოეს მომავალში ის მეგრული ყველის გაყიდვას დიდ სუპერმარკეტებში გეგმავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.