რუხის ინოვაციების ცენტრი ქართველებისთვის და აფხაზებისთვის [ვიდეო]

ტრენინგები, ვებ და მობილური აპლიკაციების პროგრამირება სხვადასხვა მიმართულებით, აიტი სწავლებები, როგორ დაიწყონ და განავითარონ სტარტაპ ბიზნესი, - ნაწილია იმ სერვისების, რომელსაც სამეგრელოს მცხოვრებლებთან ერთად, აფხაზ ახალგაზრდებს სთავაზობენ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ავთანდილ კასრაძის განცხადებით, თითოეული სიახლე, რომელიც აქ დაიგეგმება, აფხაზურ ენაზეც ითარგმნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებიც ცენტრის მუშაობაში“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დარეგისტრირება მსურველებს ონლაინაც შეეძლებათ.

ცენტრის გახსნაზე იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავაც. ის ამბობს, რომ ცენტრის ამოქმედება სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკის, ტექნოლოგიების და განათლების განვითარების კუთხით. ამ კონტექსტში კი მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კონცენტრირება არ ხდება მხოლოდ დიდ ქალაქებში და მსგავსი შესაძლებლობები უკვე ზუგდიდშიც არის ხელმისაწვდომი.

ორი წლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მეორე ტექნოლოგიური პარკი ქალაქ ზუგდიდში გახსნა. ცენტრების მიზანს წარმოადგენს ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე მეწარმეობის მიმართულებით უსასყიდლოდ.