ვიდეო
ზუგდიდში მოყვანილი კივი ევროპასა და იაპონიაში მიაქვთ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში კომპანია შპს „ნერგეტას“ ყოველწლიურად 170-ტონამდე პროდუქცია გააქვს ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში. მას 24 ჰექტარზე კივის სანერგე მეურნეობა აქვს და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანა 4 წლის წინ დაიწყო.

იმისათვის, რომ კივი საერთაშორისო ბაზარზე ადგილობრივმა ფერმერებმაც გაიტანონ, კომპანია მათ მცენარის მოვლის ინტენსიურ ტექნოლოგიაზე ტრენინგებს უტარებს.

„ადგილობრივი მეკივეეების მიერ მოწეული პროდუქტიც რომ გავიდეს, ამას დრო და გონივრული მიდგომა სჭირდება. ჩვენი ფერმერი გლეხების ცოდნა არ არის საკმარისი, რომ საერთაშორისო სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, კომპანია გვეხმარება და ფერმერებს ტრენინგ სემინარებს უტარებს“, - გვითხრა კივის ასოციაციის თავმჯდომარე დემურ ფიფიამ.

მისივე თქმით, გლეხების მიერ წარმოებული პროდუქცია ჯერ მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება.

„კივის კულტურის გავრცელებას საქართველოში დიდი ისტორია არ აქვს, დაახლოებით, 20-25 წლის წინათ გავრცელდა. საქართველოში ახლა კი უკვე მისმა ფართობმა 5000 ათას ჰექტარს მიაღწია. მისი მოსავლიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე თხილის და მაგრამ გლეხებისთვის მისი შიდა ბაზარზე რეალიზაცია აღმოჩნდა რთული. ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში ფართობის ნახევარი გაიჩეხა. ჩვენ მივმართეთ კომპანიაას და მან შეიძინა ჩვენი პროდუქცია, რომელსაც ის შიდა ბაზარზე იყენებს“, - გვითხრა დემურ ფიფიამ.

კივის ასოციაცია ზუგდიდში მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა. მასში სამეგრელოს გარდა, გურიისა და აჭარის ფერმერებიც არიან გაერთიანებულები. ასოციაციის მიზანია ფერმერებს შორის გამოცდილების გაზიარება, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ევროპის ბაზარზე გატანა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.