სენაკელი მოსწავლეების გზავნილი მინისტრს [ვიდეო]

როგორც მოსწავლეებმა „ლაივპრესს“ განუცხადეს, ამ ფოტოთი გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა მინისტრის მიმართ. მოზარდები, რომლებიც სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა სიაში არიან, აცხადებენ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათ დიდ დროს ართმევდა და სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდნენ იმ საგნებს, რომლის ჩაბარებაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე უწევთ.

საგანგებო ფოტოს გამოქვეყნების პარალელურად მათ საკუთარ ტელეფონებზე, მთავარ ფონად მიხეილ ბატიაშვილის ფოტო განათავსეს.
განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეგმის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული სახით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. 2020 წლიდან კი საქართველოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებისთვის მოიხსნება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით