ვიდეო
სენაკელ ახალგაზრდებს ოცნებები „ფიროსმანმა“ აუსრულა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბავშვობიდან სულ მინდოდა სცენაზე ვმდგარიყავი და ეს ოცნება ამიხდა - ამბობს 14 წლის ნიკოლოზი. იგივე ოცნება აუხდა მის მეგობარ მერაბსაც. მას ღამით დარაჯისთვის ხშირად უთხოვია კარების გაღება, რომ სცენაზე ასულიყო და როლი მარტოს გაეთამაშებინა.

მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორი იქნებოდა ცხოვრება სცენის გარეშე.

რომ არა თეატრი, ერთი რიგითი მოქალაქე ვიქნებოდი, - ამბობს 20 წლის თამარი.

მოზარდების ოცნებები სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრში ახდა, სადაც 6 წლის წინ ახალგაზრდული თეატრი „ფიროსმანი“ ჩამოყალიბდა.

დასში ყველაზე პატარა მსახიობი 5 წლისაა, უფროსი კი 20-ის.

„ყველა მაგარია და ყველა ნიჭიერია“, - ამბობს ახალგაზრდა მსახიობებზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვეფხვია გორგოძე.

„ფიროსმანი“ ყველასთვის ხელმისაწვდომია. უფასოა. დასში სხვადასხვა ასაკის 50-მდე ბავშვია გაერთიანებული.

„პირველი სპექტაკლი 5 ბავშვით დავდგით, მერე გასვლები მოვაწყვეთ სკოლებში. ნელ-ნელა მოვიდნენ ბავშვები, მათ შორის სოფლებიდანაც. თეატრის შექმნის იდეა მუნიციპალიტეტის იყო. ბავშვებთან მუშაობის პროცესი რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კულტურის მოყვარულები გაიზრდებიან“, - ამბობს სამხატვრო ხელმძღვანელი.

„ფიროსმანის“ რეპერტუარი მრავალფეროვანია. დასი მუშაობს როგორც კლასიკურ ლიტერატურაზე, ისე თანამედროვე ავტორების სცენარებზე და საბავშვო ზღაპრებზე. აცოცხლებენ ძველ ქართულ კინოფილმებსაც.

ახალგაზრდებმა რამდენიმე დღის წინ სცენაზე „შერეკილები“ ითამაშეს.

მოზარდები ამბობენ, რომ ხშირად უფროსები მათ საქმიანობას არასერიოზულად უდგებიან, ყოველდღიური შრომით და სწავლით კი უნდათ დაამტკიცონ, რომ მსახიობობა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიაა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.