ვიდეო
სიყვარულის თაიგული ირინას სახელოსნოდან [ვიდეოგაკვეთილი]
FaceBook Twitter
E-mail Print
თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ვალენტინობას აღნიშნავს, მაშინ ორიგინალური საჩუქრის ძიებაშიც იქნებით.

არ გეგონოთ, რომ მეგობრის გახარება მხოლოდ ძვირფასი ნივთებით არის შესაძლებელი.

თქვენი ხელით შექმნილი ორიგინალური და ექსკლუზიური საჩუქარი, ადამიანს ვისაც უყვარხართ, ყველაზე მეტად გაახარებს.

ნუ შეშინდებით და არ გეგონოთ, რომ ლამაზ ნივთებს მხოლოდ ხელოვანები ქმნიან. ეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია. მთავარია რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეთ: იყოთ შეყვარებული, მონდომებული და მომთმენი.

ირინა მიქავამ საკუთარ სახელოსნოში „ლაივპრესს“ დაუმზადა გულებით და ყვავილებით აკინძული „სიყვარულის თაიგული“. მასალისთვის მან მხოლოდ 5 ლარი დახარჯა და თაიგულიც რამდენიმე საათში დაამზადა.

მაშ ასე, დავიწყოთ: მყარი ფერადი ქაღალდებისგან, ან ნაჭრებისგან გამოვჭრათ გულები, ყვავილები, დათუნიები, მოკლედ ის, რაც თქვენ მოგწონთ და სამუშაოდ გიმარტივდებათ.

გამოჭრილ, ორ ერთნაირ ფიგურას კიდეებზე წავუსვათ წებო, ავკინძოთ ისე, რომ შუაში სივრცე დარჩეს. მას შემდეგ, რაც წებო გაშრება, იმისთვის, რომ ფუმფულა გულები გამოვიდეს, ცარიელი სივრცე შევავსოთ ერთჯერადი ხელსახოცით.

გამზადებული ფიგურა ასევე წებოს დახმარებით წამოვაცვათ ხის ჩხირებზე. ამავე მეთოდით შეძლებთ ყვავილების აწყობას.

უკვე დამზადებული ფიგურები შეგვიძლია ჩავაწყოთ კალათაში, რომლის ხის ჩხირებით და წებოს გამოყენებით აკინძვა ასევე ძალიან მარტივია.

თაიგულში შეგიძლიათ ღია ბარათი ჩადოთ და დაწეროთ, რომ ესაჩუქარი დამზადდა თქვენი ხელით, და დიდი სიყვარულით.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.