ვიდეო
ხელოვნება, რომელიც შვილის მოლოდინში დაიბადა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი სიცოცხლის დაბადება, მისი მოლოდინი ის ემოციაა, რომლის განცდა და სხვისთვის გაზიარება სიტყვით ძნელია. თეკომ პატარა ნინუცას მოლოდინში გადაწყვიტა თავისი ემოცია ფერადი ქაღალდებით გადმოეცა.

ინტერნეტით შეიძინა ფერადი ქაღალდის ზოლები, მუყაოზე კონტურები გაავლო, ზოლები დაჭრა, დაახვია და ქაღალდის ფილიგრანი გააკეთა.

პირველი ნამუშევარი ყვავილი იყო, რომელიც მამას უჩვენა. მამა თენგო მიქენაია, ცნობილი ოსტატია, რომელიც ხეზე და ლითონზე მუშაობს. თეკო ამაყია, რომ მამისგან შენიშვნები არ მიუღია.

„ნინუცას მოლოდინში დავეუფლე ამ პროფესიას. პირველად მამას გავუზიარე. მომიწონა. ამის შემდეგ გამოვიწერეთ ქაღალდის ტიხრები. ამ ხნის განმავლობაში 7 ნამუშევარი შევქმენი. ბოლო ყველაზე ემოციური, ცხენი იყო, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ჩემს ემოციას. ეს ჩანს კიდევაც. ჩემი პორტრეტები ყველა ემოციურია, მოწყენილები არიან“, - ამბობს თეკო მიქენაია.

მას შემდეგ, რაც პატარა გაჩნდა, თეკო მაინც ახერხებს მუშაობას. უახლოეს მომავალში ის მამასა და ძმასთან ერთად გამოფენის მოწყობას გეგმავს.

„ჩემს ნამუშევრებს გავუკეთებ ჩარჩოებს და მინდა, რომ მამასთან და ძმასთან ერთად, რომელიც ტიხრულ მინანქარზე მუშაობს, გამოფენა მოვაწყო. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ჩემი ნამუშევრები. თავიდან არ ვფიქრობდი ასე, მაგრამ ახლა შესაძლებელია ეს საქმიანობა ოჯახის შემოსავლის წყაროდაც იქცეს“, - გვითხრა თეკო მიქენაიამ.

ის პროფესიით ფოტოგრაფია და ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც პატარა წამოიზრდება, თავის პროფესიას დაუბრუნდება და სახვითი ხელოვნებაში დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება საბავშვო სტუდიის მოწყობაში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.