ვიდეო
დადიანების მუზეუმში დაზიანებულ ექსპონატებს რესტავრატორები შეისწავლიან [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ეკატერინეს სასახლეში, ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ჭერის ნაწილის ჩამონგრევის მიუხედავად, აქ დამთვალიერებლებს ჩვეულებრივ მიიღებენ. მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას თქმით, შეეძლო ეს სივრცე გადაეკეტათ, თუმცა ტერიტორია მოასუფთავეს და აქ გადაადგილება თავისუფლად შეიძლება. „ლაივპრესის“ კითხვის პასუხად, აპრილამდე, სანამ სასახლის რეკონსტრუქცია დაიწყება, თუ იგეგმება ჭერის ამ ნაწილის შეკეთება, გვითხრა, რომ არა, რადგან არ ღირს. სამაგიეროდ, რესტავრაციას ჩაუტარებენ დაზიანებულ შვიდ ექსპონატს - ოთხ ფერად სირჩას და სამ ღვინის ბოკალს.

„არ ღირს, იმიტომ, რომ აპრილის თვეში იწყება სასახლის სრული რეკონსტრუქცია. ჩვენ მაინც მოგვიწევდა ყველაფრის აღება. კარგი იქნებოდა, რომ მოგვესწრო და ასე არ მომხდარიყო. ეს ძველი, ამორტიზებული სასახლეა. სიახლოვეს არ შეიძლება ხმის გამაძლიერებლების გამოყენება სასახლეში. რყევები თანდათანობით გროვდება. ამ დაგროვების შედეგად მოხდა ეს ჩამონგრევაც. მშვიდი გარემო რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა არც ჩამონგრეულიყო“, - გვითხრა ლილი ბერაიამ.

მუზეუმის დირექტორის თქმით, სხვა დარბაზებს არ აქვთ პრობლემა, კონკრეტულად ეს საგამოფენო სივრცე იყო ყველაზე მეტად დაზიანებული, რის გამოც ადრეც ჰქონიათ შემთხვევა, როცა იგივე ჭერი, ოღონდ სხვა ადგილას ჩამოინგრა. თუმცა აღნიშნა - დღეს ჩამონგრეულ ნაწილს არაფერი ეტყობოდა, რომ პრევენციისთვის რაიმე მოემოქმედებინათ.

ლილი ბერაიას თქმით, შემთხვევა დილით მოხდა, მანამ, ვიდრე სასახლე გაიღებოდა. ვითარების შესახებ მაშინვე აცნობეს კულტურის სამინისტროს, სადაც უთხრეს, რომ ექსპონატებს აღადგენენ. აქ დღეს ელოდებიან ეროვნული მუზეუმიდან რესტავრატორებსაც.

დირექტორისვე თქმით, დაზიანებას გადაურჩა სამი ექსპონატი - ორი თეთრი ვაზა და ერთი ვაზაც ბიჭუნას გამოსახულებით. ამბობს, რომ მაგიდა, რომელზეც ეს ნივთები ელაგა, სწორედ იმ კუთხეში იდგა, სადაც ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. თუმცა ჩამოვარდნილი მასა ცოტა მოშორებით განთავსებულ მაგიდის კიდეს დაეცა, რამაც სირჩები და ღვინის ბოკალები დააზიანა.

ეკატერინეს სასახლეში ჭერი დღეს გამთენიისას დაზიანდა. ლილი ბერაიას თქმით, სასახლე ამორტიზებულია, რაც ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
18:03 / 12.08.2019
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
15:53 / 03.08.2019
ზუგდიდის სოფელ კოკში, მურთაზ ჩიქავას ჯარგვალში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
12:47 / 02.08.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
19:18 / 17.07.2019
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
საბჭოთა რეპრესიები
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.