ვიდეო
მრავალშვილიანობა არის სტიმული - ზუგდიდელი ქალის ისტორია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
შიო, ანდრია, ლაზარე, საბიანა, ბარბარე და მარიამი, ჩემი მეექვსე შვილი - გაშლილ სუფრასთან იხმობს ირმა ბავშვებს. გაიცანით, ეს შალამბერიძეების მრავალშვილიანი ოჯახია. მარიამი პატარების მეგობარი გოგონაა, რომელიც აქაურობას ხშირად სტუმრობს. ყოველი დღე დილის შვიდის ნახევარზე იწყება, როცა მამა, მამუკა შალამბერიძე ცეცხლს ანთებს. გამთბარ ოთახში ცოტა ხანში დანარჩენებიც იყრიან თავს. დილის ფუსფუსი საუზმით და სკოლისთვის მზადებით სრულდება. 14 წლის ბარბარე უფროსია ხუთ და-ძმას შორის. ყველაზე პატარა საბიანაა. ის ოთხ მარტს რვა წლის გახდება.

21-ის იყო, პირველი შვილი რომ გააჩინა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... როცა ეკითხებიან, სულ ცოტათი მეტად მაინც რომელი უყვარს, უყოყმანოდ პასუხობს - ყველა თანაბრად. ირმა ახალაიას არასდროს უფიქრია მრავალშვილიანის სტატუსზე. როგორღაც ყველაფერი დაუგეგმავად, თავისთავად მოხდა. მისთვის ეს ერთგვარად სპორტული აზარტიც იყო - ყოველი მომდევნო მაინტერესებდა როგორი იქნებოდაო, გვითხრა. არც არასდროს უნანია.

ბავშვების გაზრდას სირთულეებიც ახლდა, მათ შორის ფინანსურიც, თუმცა არა ისეთი, მეორის გაჩენის სურვილი დაჰკარგვოდა.

„ბევრი კარგი და ცუდი გამოვიარე ცხოვრებაში, მაგრამ დღემდე უფლის წყალობით მოვედით. უკვე ხუთი შვილი გვყავს. ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამაზე უკეთესი ვერაფერი გავაკეთე ცხოვრებაში“, - გვითხრა ირმამ.

არაფრის შეშინებია. პირიქით, ბავშვებმა სტიმული მისცეს საკუთარი თავი ეპოვა საქმეში, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად უყვარს - სიმღერასა და ხელთნაკეთი ნივთების დამზადებაში.

მუშაობდა ოჯახის შექმნამდე და მერეც. მაშინ ქმარს კომპანია ჰქონდა და თბილისში ცხოვრობდნენ. ბავშვების გაზრდაში ოჯახის წევრები დაეხმარნენ. ფიქრობს, რაც მეტი შვილი ჰყავს ადამიანს, მით უფრო მდიდარი და მადლიანია კერა, სახლშიც ხალისია და პრობლემებსაც იოლად უმკლავდებიან.

სამზარეულოს და მისაღები ოთახების დამაკაშირებელი კედლები ბარბარემ მოხატა. გვითხრა, რომ ფერების შერევა უყვარს. მართალია ხატვა ქაღალდზეც გამოსდის, თუმცა ასე ურჩევნია. სივრცე მეტია და თვალსაჩინო. დედას საოჯახო საქმეებში აქტიურად ეხმარება.

ერთად ყოფნა ძალიან მოსწონთ. მხიარულად ატარებენ საღამოებს ტელევიზორის ყურებაში, ქალაქ-სოფლობანას თუ ფეხბურთის თამაშში, დედ-მამის ჩართულობით. ხშირად მეგობრებიც სტუმრობენ. ისინი სამზარეულოს კედელზე მინაწერად კეთილ სურვილებს ტოვებენ. წარწერა კედელზე ჩვენც დავუტოვეთ.

შიო და ბარბარე ერთ კლასში სწავლობდნენ. თუმცა მოგვიანებით განაცალკევეს. ირმას თქმით, ბიჭმა ცოტა იზარმაცა. როცა ეკითხებოდა, თუ რა ჰქონდა გაკვეთილად, უფროს დასთან ამისამართებდა. გადაწყვეტილებაც ამ მიზეზით მიიღეს.

ბარბარეს მსგავსად ხატავს პატარა საბიანა. გოგონას ფეხბურთის თამაშიც უყვარს, მაგრამ სკოლაში მასწავლებლის ერიდება სთხოვოს, თანაკლასელი ბიჭების მსგავსად ბურთი თავადაც გააგოროს. ლაზარესთან ერთად ახლა დედისთვის გაზაფხულს ხატავს. სამი მარტიც მოახლოებულა და ეს არ ავიწყდება.

ირმას ზოგჯერ თავი შვილების ტოლი ჰგონია, რადგან ყოველდღიურობაში ხანდახან უფროს-უმცროსობის ზღვარი იშლება. ხშირად ეს ურთიერთობა მშობელს და შვილს შორის სტანდარტულ დამოკიდებულებას სცდება, უფრო მეგობრულია და ამიტომ. მართალია, ასაკის გამო ყურადღებას უფრო საბიანა ითხოვს, თუმცა ცოლ-ქმარი ცდილობს მზრუნველობა ხუთივე მათგანს თანაბრად გაუნაწილოს.

მრავალშვილიან დედას დრო საკუთარი თავისთვისაც რჩება. საოჯახო საქმეების პარარელურად, ირმა ადგილობრივ გოგონათა ანსამბლ „იანარში მღერის“. ეს მისთვის მეორე სახლია, სადაც ყოფნა უხარია და ბედნიერია. ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს. სიმღერის ნიჭი რამდენიმე შვილშიც აღმოაჩინა. თუმცა ისინი დღეს ჩუმად ღიღინს არჩევენ, სურვილი კი, მუსიკას სერიოზულად მოეკიდონ, ჯერ არცერთს გამოუთქვამს.


ირმა ხელთნაკეთ ნივთებსაც ამზადებს. ოღონდ ამ ყველაფრისთვის განწყობა აუცილებელი პირობაა. მისი გულსაკიდები მეგობრებმა მოიწონეს. იღებს შეკვეთებსაც. საახალწლოდ ჩიჩილაკებს გამოფენისთვის ეროვნული და თანამედროვე ტანსაცმელი ჩააცვა, გაყიდვისგან შემოსული თანხა კი ადამიანებს გადაურიცხა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ამბობს, რომ მრავალშვილიან დედობას ხელი მისთვის არ შეუშლია, ეკეთებინა ის საქმე, რაც უყვარს და გამოსდის. არც ქმარს შეუზღუდავს რამეში, პირიქით. ასეა დღესაც: „თუ გამოჩნდება სამსახური, მიმუშავია და ვიმუშავებ. მითუმეტეს, უკვე გაიზარდნენ და ყველაფერში მხარში მიდგანან. მეხმარებიან სახლის დალაგებაში. მარტო მე ვერ გავუმკლავდები. მეუღლეც მეხმარება“.

სამი მარტის დღესასწაულზე მილოცვებს შვილებისგან ყოველწლიურად იღებს, იქნება ეს სიტყვით, სითბოს ჩუქებით, ჩახუტებით, სუვენირებით თუ მისალოცი ბარათის დამზადებით. ირმას თქმით, ბავშვები სულიერად და ემოციურად იხარჯებიან არამხოლოდ დედის დღის, სხვა საზეიმო თარიღების დროსაც.

პატარა საბიანამ ჩვენს თვალწინ მუშაობა უკვე დაასრულა. ქაღალდზე გაზაფხულის ბოლო შტრიხები მოხატა, მწვანე მინდვრით, მსხმოიარე ხით და ყვავილებით. ზედ ლაზარემ საზეიმოდ წააწერა - „დედა, გილოცავ“.

ესეც სამი მარტის პირველი საჩუქარი...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
12:58 / 22.05.2019
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
19:20 / 21.05.2019
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
18:16 / 04.05.2019
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
16:43 / 01.05.2019
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.