დაიწყო ზუგდიდის თეატრის სცენის და დარბაზის მშენებლობა [ვიდეო]
ზუგდიდის თეატრის ახალ შენობაში, დარბაზში შესასვლელი მთავარი
კიბის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებია ასევე სცენის
და დარბაზის ნაწილშიც.
ახალი შენობა კი 4 მეტრით უკან და 2 მეტრით აღმოსავლეთის მხარეს შენდება.
„იმის გამო, რომ ფაქტიურად ქუჩაში იდგა, უკან გავწიეთ და ოდნავ აღმოსავლეთით. რადგან გვერდით კაფე უშლიდა ხელს. ყველაფერი თავიდან გაკეთდა, მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, შენარჩუნებული იქნება ძველი იერსახე “, - გვითხრა ზურაბ გვარამიამ.
მისივე თქმით, მშენებლობა ზამთარში არ გაჩერებულა. ყოველდღიურად სამუშაოებზე 20-მდე მუშაა დაკავებული.

თეატრის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად, პროექტი ითვალისწინებდა შენობის რეკონსტრუქციას, თუმცა 70 წლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც შენობა ხელახლა დაპროექტდა და მშენებლობა დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ“ აწარმოებს. მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი - დიდი 370, პატარა კი 130 მაყურებელზე გათვლილი.
პროექტის მიხედვით, ზუგდიდის თეატრის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.